3 სასმელი ღვიძლის გასაწმენდად. რომლებიც მოგაცილებენ ზედმეტ და მავნე ცხიმებს!
ჩვენი სხეული დაუჯერებელ სტრესს განიცდის საკვების, განსაკუთრებით სწრაფი კვების პროდუქტების მონელების დროს. ღვიძლი არის ორგანო, რომელიც ამ დროს ყველაზე მეტად იტვირთება. სწორედ ამიტომ, დროდადრო აუცილებელია დეტოქსიკაციის გაკეთება. სხეულის გაწმენდა ხელს შეუწყობს ღვიძლის ეფექტურ მუშაობას. თუღვიძლი არ ფუნქციონირებს სწორად, ის უარყოფითად მოქმედებს სხვა ორგანოებზე და იწვევს სხვადასხვა დაავადებებს.სწორედ ამიტომ აუცილებელია ყურადღებით მოვეკიდოთ დეტოქსიკაციის საკითხს.
ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით რამდენიმე დეტოქსიკაციურ სასმელს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ღვიძლის გაწმენდაში და ცხიმებისა და ტოქსინების ორგანიზმიდან მოცილებაში.
- ფერადი სასმელი
თუ ამ წვენს ყოველდღე დალევთ, ღვიძლი მთლიანად გაიწმინდება და ტოქსინები გამოიყება სხეულიდან. თქვენ ასევე გააუმჯობესებთ თქვენს ზოგად მდგომარეობას და მიიღებთ ძალიან ბევრ ენერგიას.
ამ სასმელის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:
- ½ ახალი ლიმონი
- 1 ცალი ტკბილი წიწაკა.
- 1 ცალი ვაშლი (სასურველია წითელი ფერის)
- 1 ცალი საშუალო ზომის კიტრი.
მომზადება და გამოყენება:
ბლენდერში მოათავსეთ ტკბილი წიწაკა. დაუმატეთ ნახევარი ლიმონი, ვაშლი და კიტრი. ეს ყველაფერი კარგად დააბლენდერეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მნიშვნელოვანია მიღებული სასმელი დალიოთ ყოველთვის ახალი გაკეთებული, რათა ანტიოქსიდანტებმა მიიღონ სათანადო ეფექტი. მიიღეთ სასმელი ყოველდღე 2-3 ჭიქა.
- მწვანე ჩაი ციტრუსის არომატით
ამ სასმელს შეუძლია სხეულის დეტოქსიკაცია ძალიან სწრაფად.
საჭირო ინგრედიენტებია:
- ერთი ლიმონის წვენი
- 1 ცალი ბანანი.
- ½ ჭიქა მწვანე ჩაი (რა თქმა უნდა ცივი)
მომზადება და დოზირება:
ჩანგლის დახმარებით დაჭყლიტეთ ბანანი, შემდეგ კი აურიეთ ლიმონის წვენისა და მწვანე ჩაის ნარევს. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია. მიღებული დეტოქსი სასმელი დალიეთ ყოველდღე.
- სანელებლების საიდუმლო სასმელი ღვიძლისთვის
ეს სასმელი გაწმენდს თქვენს ღვიძლს და ნაწლავებიდან გამოიტანს ტოქსინებს. ეს ასევე ხელს შეუშლის ნაღვლის კენჭების წარმოქმნას.
საჭირო ინგრედიენტებია:
- წყალი - 0,5 ჭიქა
- კურკუმა - 1/2 ჩ.კ.
- ჯანჯაფილი - ცოტა (გახეხილი 1 ჩ.კ.)
- ლიმონის წვენი - 1 ცალიდან
როგორ მოვამზადოთ?
აღნიშნული ინგრედიენტები კარგდ აურიეთ ერთმანეთში. მიღებული მასა დალიეთ ყოველდღე.
გისურვებთ ჯანმრთელობას...