ვაშლის ნამცხვარი გერმანულად! ის მარტივად გამოსაცხობია და არაჩვეულებრივი გემო აქვს!

საღამოს თუ ელოდებით სასურველ სტუმრებს და დესერტად არ იცით რა მიართვათ, ჩვენ გასწავლით ერთ არაჩვეულებრივ ნამცხვარს ვაშლის შიგთავსით. მისი სახელია ალფელკუხენი.

ალფელკუხენი. გერმანულიდან ითარგმნება, როგორც ვაშლის ნამცხვარი.  იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს გერმანიაში. მასში შემავალი ინგრედიენტები ალბათ ყველა დიასახლისის ოჯახში მოიძებნება. მისი გამოცხობა მარტივია, ამისთვის დაგჭირდებათ დაახლოებით 20 წუთი.  გემო კი – განუმეორებელი.

ინგრედიენტები, რომლებიც თქვენ დაგჭირდებათ ვაშლის ნამცვხარის გამოცხობისთვის არის:

-250 გრამი კარაქი

-20 გრამი ვანილის შაქარი

-350 გრამი ფქვილი (სასურველია უმაღლესი ხარისხის)

-250 გრამი ჩვეულებრივი შაქარი

-15 გრამი გამაფხვიერებელი

-5 ცალი კვერცხი

-1 კგ ვაშლი (ნებისმიერი, რომელიც არ არის მჭავე)

-0.5 ჩ/კ დარიჩინი

-ცოტაოდენი მარილი

-შაქრის პუდრი ზემოდან მოსაყრელად

როგორ მოვამზადოთ ჩვენი დესერტი?

-პირველი რაც უნდა გააკეთოთ ეს არის საჭირო ინვენტარისა და პროდუქტის მომარაგება. დაგჭირდებათ საშუალო ზომის ჯამი, სამზარეულოს საცერი ფქვილის გასაცრელად და ხის კოვზი.

-ჯამში ჩადეთ კარაქი, დააყარეთ ჩვეულებრივი შაქარი, ვანილის შაქარი და ჩატეხეთ კვერცხი. მოურიეთ კარგად, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ამის შემდეგ დაამატეთ მარილი. ცალკე ჭურჭელში გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარაქიან შიგთავსს დაუმატეთ ცოტაოდენი ფქვილი. მოზილეთ ცომი. ცომის დასრულებისას უნდა მიიღოთ კრემის მსგავსი კონსისტენცია.

-ვაშლი გარეცხეთ თბილი წყლით, დაჭერით თქვენთვის სასურველ ნაჭრებად (უკეთესია თუ იგი თხელი იქნება), ზედ მოაყარეთ დარიჩინი. შემდეგ კი დაუმატეთ ცომს. კარგად აურიეთ.

-აიღეთ საცხობი ნიჟარა და შიგ გადააკარით საცხობი ქაღალდი. წაუსვით ცოტაოდენი კარაქი ან ზეთი( ძირი რომ არ მიეკრას). შედგით ნიჟარა 2 წუთით გაზქურაში.

-როდესაც ნიჟარა გაცხელდება, ვაშლიან ცომს ფორმა მიეცით და საცხობ ფორმაზე მოათავსეთ.

-აცხვეთ ვაშლის ნამცხვარი 200 გრადუსზე 40 -45 წუთის განმავლობაში.

როდესაც ნამცხვარი გამოცხვება, ზემოდან მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. შეგიძლიათ ექსპერიმენტიც ჩაატაროთ და ვაშლის ნაცვლად, ნამცხვარი ატმით, ქლიავითა ან გარგარით გააკეთოთ. ძალიან გემრიელი გამოდის თუ ცომს ბერძნულ თხილს დაუმატებთ.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია