ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვაში ხშირად მარტივი გადაწყვეტილებები ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ხოლმე. როცა პირველივე თვეებიდან გვსურს, კვებასა და დღიურ რეჟიმს რაღაც დამატებითი მხარდაჭერა მივცეთ, მშობლების რჩეული ხშირად ხდება რამნოვიტი ბეიბი – კომბინაცია, რომელიც აერთიანებს პრობიოტიკს და D3 ვიტამინს ახალშობილებისა და მცირეწლოვანებისთვის. 

პროდუქტს საქართველოშიც შეიძენთ აფთიაქების ქსელ GPC-ში, სადაც იგი ხშირად ფასდაკლებითაც გვხვდება. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, ნამდვილად სანდო პროდუქტს ყიდულობთ, დააკვირდით დეტალებს: შეფუთვაზე ყოველთვის უნდა იყოს მითითებული წარმოშობა (სად არის წარმოებული პროდუქტი), მწარმოებელი კომპანია, ვადა და სრული ანოტაცია, რაც მშობლებს მის მოხმარებას მნიშვნელოვნად უმარტივებს. 

რა არის რამნოვიტ ბეიბი?

ეს არის ორალური წვეთები ახალშობილებისა და ბავშვებისთვის, რომელთაც შემადგენლობაში აქვთ Lactobacillus rhamnosus SP1 (LGG), ფართოდ გავრცელებული და კარგად შესწავლილი პრობიოტიკის შტამი, და ვიტამინი D3. კომბინაცია მიმართულია ნაწლავური მიკრობიომის მხარდაჭერისა და D3-ის ყოველდღიური საჭიროების უზრუნველყოფისკენ(ჩვილებისა და მცირეწლოვნებისთვის 400 IU დღე-ღამეში). 

გარდა ამისა, რამნოვიტ ბეიბი შეიძლება, შეიცავდეს შემდეგ: რაფინირებული და ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდების ზეთი (MCT), ლიოფილიზებული კულტურა L. rhamnosus SP1 (LGG), სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი (შეწებების საწინააღმდეგო აგენტი) და ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი). 

პროდუქტის ანოტაციის მიხედვით, რეკომენდირებული დღიური დოზა სამი წვეთია. სწორედ ამ დოზირებაზეა განმარტებული, რომ იგი შეესაბამება ჩვილებისა და მცირეწლოვნებისთვის მიღებულ საკვები ნივთიერებების სტანდარტს. 

რატომ ირჩევს მშობელი „რამნოვიტ ბეიბი“?

პირველი მიზეზი სანდოობაა: პროდუქტი განკუთვნილია ახალშობილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და ანოტაციაში დეტალურადაა მოცემული, როგორ გამოიყენება (დამოუკიდებლად ან ცივ სასმელთან, მაგ., ხილის წვენთან ან რძესთან ერთად). გარდა ამისა, ანოტაცია ხაზს უსვამს, რომ ზამთარში რეკომენდირებულია რეგულარული მიღება, ხოლო ზაფხულში – 14 დღე გამოყენება და 14 დღე პაუზა. ასეთი რეკომენდაციები მშობელს ეხმარება, დოზირებისა და რეჟიმის შესახებ არ დაიბნეს და თავდაჯერებულად მისცეს პატარას დანამატები.

მეორე მიზეზი არის კომბინაცია ერთ ფლაკონში: D3 ვიტამინი (ძავლ-სახსროვანი სისტემისა და კბილის ღრუს ნორმალური განვითარების მხარდაჭერისთვის), ამას დამატებული პრობიოტიკის შტამი. მშობლისთვის ეს ნიშნავს, რომ ერთ პროდუქტში იღებს ორ მნიშვნელოვან კომპონენტს, რაც ყოველდღიურ რუტინას ამარტივებს. 

უსაფრთხოება და გამოყენების რჩევები

პროდუქტსთან მოჰყვება ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ რამნოვიტი ბეიბი. გარდა ამისა, პედიატრიც მოგცემთ რეკომენდაციებს, როგორ სჯობს პატარასთვის მისი მიწოდება. თუმცა, რამდენიმე ძირითადი აქცენტი რეკომენდაციებიდან განსაკუთრებით გამოსაყოფია:

  • არ გადააჭარბოთ ყოველდღიურ დოზას (3 წვეთი).
  • თუ ბავშვი იღებს ანტიბიოტიკებს, „რამნოვიტი ბეიბი“ უნდა მივცეთ 3 საათის გასვლის შემდეგ.
  • თუ ბავშვი იღებს სხვა პროდუქტსაც, რომელიც D3 ვიტამინს შეიცავს, სასურველია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, რათა დოზები არ გადაიკვეთოს.
  • გახსნის შემდეგ ფლაკონი ვარგისია 5 თვის განმავლობაში, შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ და ბნელ ადგილას, მჭიდროდ დახურული თავსახურით.
  • ალერგიის ან მგრძნობელობის შემთხვევაში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ამ პუნქტების გათვალისწინება არსებითად ზრდის გამოყენების უსაფრთხოებას და მშობელს აძლევს მშვიდად ყოფნის უფლებას, რადგან იცის, როდის და როგორ მისცეს ბავშვს დანამატი, როგორ შეინახოს პროდუქტი და ასევე იცის, როდის უნდა მიიღოს პროფესიონალის რჩევა.

როგორია დოზირება და მიღების წესი?

წვეთების პატარასთვის მიცემა მარტივია: 3 წვეთი ერთჯერადად, კვებისგან დამოუკიდებლად. ჩვილებისთვის ხშირად სასურველია შერევა რძესთან ან გამოკვების შემდგომ, ოღონდ ცივ სასმელთან. 

ზამთრის სეზონზე რეგულარულობა უფრო ინტენსიურადაა რეკომენდებული, ზაფხულში კი 14/14-ზე რეჟიმი ამცირებს ზედმეტი დოზირების რისკს და ამავე დროს ინარჩუნებს დანამატის ეფექტს. ამგვარი მოქნილი სქემა მშობლებს აძლევს საშუალებას, ბავშვის რეჟიმსა და სეზონურობასთან ადვილად მოარგონ ყოველდღიური ჩვევა.

რა ღირს რამნოვიტი? – ფასი და მასზე მოქმედი ფაქტორები

ცხადია, მშობლებს აინტერესებს, თუ რა ღირს რამნოვიტი. ფასი ცვალებადია და რამდენიმე პრაქტიკულ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ამას განსაზღვრავს ქსელის აქციები და ლოიალობის პროგრამები. ასევე, გავლენას ახდენს მარაგი და ლოგისტიკა: როცა პროდუქტი მარაგში დიდი რაოდენობითაა, უფრო ხელმისაწვდომია სწრაფი მიწოდება ან მაღაზიიდან გატანაც – ეს კი ხშირად ფასის მოქნილობასაც განსაზღვრავს.

როლი აქვს იმპორტის პირობებსა და ვალუტის კურსებს, ასევე შესყიდვის პარტიას (ვადიანობა, შესყიდვის ფასი), რაც საცალო ღირებულებაზეც აისახება. სეზონურობამ, განსაკუთრებით D3-ის მიღებისთვის მოსახერხებელმა თვეებმა, შეიძლება მოთხოვნასა და შეთავაზებების ინტენსივობაზეც იმოქმედოს. 

საუკეთესო პრაქტიკა? ხშირად გადაამოწმეთ პროდუქტის გვერდი: იმ დღეს მოქმედი ფასდაკლება, მარაგის სტატუსი და განსაკუთრებული შეთავაზებები ლოიალობის ბარათის მფლობელთათვის მოგცემთ ყველაზე რეალურ სურათს  და დაგეხმარებათ, რომ რამნოვიტი ბეიბი შეისყიდოთ ყველაზე ხელსაყრელ პირობებში.

არის თუ არა რამნოვიტ ბეიბი სწორი არჩევანი თქვენთვის?

საკვები დანამატის არჩევისას სამი კითხვა დაგეხმარებათ:

  1. შეესაბამება თუ არა პროდუქტი ბავშვის ასაკს? „რამნოვიტი ბეიბი“ ახალი­შობილისა და მცირე­ცლოვანი ასაკისთვისაა გათვლილი.
  2. არსებობს ექიმის რეკომენდაცია და შესაბამისი ჩვენებები იმისათვის, რომ პატარას დანამატი მისცეთ? – თუ პასუხი დადებითია, რამნოვიტი ერთ-ერთი საუკეთესოა ბაზარზე.
  3. არის თუ არა გამჭვირვალე ინგრედიენტები და ინფორმაცია?  – ამ შემთხვევაშიც რამნოვიტის ანოტაცია დეტალურად ხსნის, რა შედის მის შემადგენლობაში, როგორ ინახება პროდუქტი და რა უსაფრთხოების ზომებია გასათვალისწინებელი.

თუ ამ სამ კითხვაზე დადებით პასუხებს იღებთ, არჩევანი უკვე გაცილებით მარტივდება. თუ დავუმატებთ იმასაც, რომ პროდუქტს აქვს ცნობილი LGG შტამი და დღიური D3-ის დოზა, მივიღებთ დაბალანსებულ ვარიანტს ყოველდღიური მხარდაჭერისთვის.

დანამატი ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ კვებას

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან კვებასა და ჯანსაღ ცხოვრების წესს. თუ ბავშვი უკვე იღებს D3-ს სხვა ფორმით, ან აქვს ალერგია რომელიმე კომპონენტზე, აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენების ეტაპზე 3-საათიანი ინტერვალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ორივე პროდუქტმა სწორად იმუშაოს.

თუ თქვენი მიზანია, ყოველდღიური ზრუნვა დამატებით, მარტივ ნაბიჯად აქციოთ, რამნოვიტ ბეიბი პრაქტიკული არჩევანია. თუმცა, პირველ რიგში უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ პატარამ საჭირო მინერალები და ნივთიერებები სწორედ საკვებიდან მიიღოს, განსაკუთრების მას შემდეგ, რაც მყარ კვებაზე გადავა.

 

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია