შოკოლადის მუსი-უგემრიელესი დესერტის რეცეპტი თქვენთვის!

ჭიქა ყავასთან ან ჩაისთან ერთად დესერტის მირთმევას არაფერი შეედრება, ეს პროცესი განსაკუთრებით ზაფხულში იღებს სისტემატურ ხასიათს, ამიტომ გთავაზობთ უგემრიელესი დესერტის – შოკოლადის მუსის მომზადების რეცეპტს, სცადეთ და სასიამოვნოდ გააოცეთ საყვარელი ადამიანები!

ინგრედიენტები

– 300 გ ხაჭო
– 1,5 ს/კ კაკაო
– 10 გ ჟელატინი
– 100 მგ იოგურტი
– 3 ს/კ შაქარი
– ¼ ჭ წყალი

მომზადება

1. ბლენდერში მოათავსეთ ხაჭო, მოასხით იოგურტი, დაუმატეთ შაქარი და კაკაო. კარგად აურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ამას დასჭირდება დაახლოებით 2-3 წუთი.

2. მთლიანი ჟელატინი ჩაყარეთ თბილ წყალში, გააჩერეთ 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ შეათბეთ ცხელი წყლის აბაზანით. ურიეთ სანამ ბოლომდე არ გაიხსნება.

3. ჩაასხით გახსნილი ჟელატინი ბლენდერში, აურიეთ კარგად. ჩვენი დესერტი მზადაა. გადმოიღეთ იგი თქვენთვის სასურველ ფორმებში. შემდეგ კი შედგით მაცივარში 2-3 საათით, რომ გაცივდეს და უფრო გემრიელი გამოვიდეს.

4. თქვენს მიერ მომზადებული მუსი შეგიძლიათ გააფორმოთ თქვენთვის საყვარელი ხილით ან უბრალოდ შოკოლადის ნაჭრით.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია