მოამზადეთ უგემრიელესი ლავაში ტაფაზე! ძალიან მარტივია…
ამ სტატიაში გვინდა გასწავლოთ თუ როგორ გამოაცხოთ ყველასთვის საყვარელი თხელი ლავაში, რომლის დახმარებითაც შეძლებთ გააკეთოთ უამრავი დესერტი თუ სალათი. მის მოსამზადებლად კი დაგჭირდებათ სულ რამოდენიმე ინგრედიენტი.
ლავაშისთვის დაგჭირდებათ:
1 ჩ. კ მშრალი საფუარი
1 ჩ. კ მარილი
0,5 ჩ. კ შაქარი
1 ს. კ ზეთი
1 ჭიქა თბილი წყალი
3 ჭიქა ფქვილი
მომზადება:
ფქვილის, წყლის, ზეთის, მარილის, შაქრისა და საფუარისგან მოზილეთ ცომი. ის პელმენის ცომზე უფრო რბილი უნდა გამოვიდეს. დაფარეთ ცომი სამზარეულოს ქაღალდით და დაასვენეთ. 30 წუთის შემდეგ ისევ ჩაზილეთ და ისევ დაასვენეთ. რაც უფრო ხშრად ჩაზილავთ ცომს, მით უფრო გემრიელი გამოვა ლავაში.
დაყავით ცომი 16-20 ნაწილად და მიეცით მათ ბურთების ფორმა. დაფარეთ ისინი სამზარეულოს პლასტიკური ქაღალდით და დაასვენეთ კიდევ 20 წუთით.
რაც შეიძლება თხლად და ფართოდ გააბრტყელეთ ცომი, შეწვით კარგად გახურებულ ტაფაზე ორივე მხირდან სულ რამდენიმე წუთით.
დააწყვეთ ლავაშები წინასწარ მომზადებულ ადგილას, მოასხით თითოეულს რამდენიმე წვეთი წყალი და გაწმინდეთ სამზარეულოს ქაღალდით.
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.