ტაფაზე გამომცხვარი ბანანის ნამცხვარი – სწრაფი და გემრიელი რეცეფტი

დღეს ჩვენ ვამზადებთ ბანანის ღვეზელს ტაფაში და სანამ მის მომზადებასა და ინგრედიენტების გაცნობაზე გადავალთ მინდა აღვნიშნო, რომ ბანანის ნამცხვარი ტაფაზე ძალიან გემრიელი გამოდის! რეცეპტი ამ ბანანის ღვეზელის არის ძალიან მარტივი, მასში შმავალი ინგრედიენტი ალბათ ყველა დიასახლისის ოჯახში მოიპოვება. მის მოსამზადებლად არ გვჭირდება დამღლელი მიქსერი ან მიკროტალღური ღუმელის გამოყენება. ჩვენ მას გამოვაცხობთ არც მეთი და არც ნაკლები ტაფაზე, სადაც ბანანის ღვეზელი გამოდის უჩვეულოდ ნაზი, ჰაეროვანი და ძალიან გემრიელი. მისი გემოთი იმდენად აღფრთოვანდებით, რომ მისი დამსახურებით სრულიად თავდაჯერებულად შეძლებთ საყვარელლი ადამიანების გამასპინძლებას. ამ გემრიელობით თქვენი სტუმრები ნამდვილად სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებიან. მოდით გადავიდეთ მის მომზადებაზე.
გემრიელი და ნოყიერი ბანანის ნამცხვრის მოსამზადებლად სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ და ოჯახის ყველა წევრს გაახარებთ.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ არის:
-კვერცხი – 1ც.
-შაქარი – 100გრ.
-რძე – 125მლ/ლ.
-ზეთი – 125მლ/ლ.
-მწიკვი ვანილი და მარილი
-ფქვილი – 130 გრ.
-ბანანი – 2ც.
-გამაფხვიერებელი – ½ ჩაის კოვზი

როგორ მოვამზადოთ ეს უგემრიელესი ბანანიის ნამცხვარი?

პირველ რიგში ჯამში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, მარილი და კარგად ათქვიფეთ. დროდადრო დაუმატეთ რძე და ზეთი, ბოლოს კი – ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარგად აურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
მოათავსეთ ტაფა გაზზე და მოაყარეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი. შემდეგ დაჭერით ბანანი და დააწყვეთ ტაფაზე, მოაყარეთ ისევ 1 სუფრის კოვზი შაქარი ბანანს. წინასწარ გამზადებული ცომის მასა დაასხით ტაფაზე, დაახურეთ თავი და დაბალ ცეცხლზე დატოვეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე და ამ ხერხით მარტივად მეორე მხრიდან მოათავსეთ ტაფაზე. რამდენიმე წუთში უგემრიელესი ბანანის ნამცხვარი მზად არის.

ბანანის ნამცხვრის გამოცხობა ტაფაზე ნამდვილად ღირს. აუცილებლად უნდა სცადოთ. თუ მოგეწონათ და დაგაინტერესათ მან, რაღას უცდით, გამოაცხვეთ ეხლავე იგი და  დაპატიჟეთ თქვენი ახლობლები საღამოს ჩაიზე და უგემრიელეს ბანანის ნამცხვარზე.

Facebook კომენტარები