ფრჩხილები ადვილად გექერცლებათ და გტყდებათ? ამ დროს  ორგანიზმი დახმარებას ითხოვს!

ფრჩხილის ფირფიტების სიმტკიცისა და მთლიანობის დარღვევა დაკავშირებულია გარე და შინაგან ფაქტორებთან. თხელი და მტვრევადი ფრჩხილები შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო გვქონდეს. მათ შორის: ხელების დიდხანს წყალში ჩადება, ქიმიური საშალებების გამოყენება( სარეცხი საშუალებები), იაფფასიანი ფრჩხიილის ლაქის გამოყენება, არასწორი ფრჩხილის მოვლა, და ყველაზე მთვარი- აქერცლილი და მტვრევადი ფრჩხილები შეიძება იყოს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მიზეზი. სწორედ ამიტომ არ უნდა უგულებელვყოთ მისი არსებობა.

გაყოფილი და აქერცლილი ფრჩხილები არის ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც მიანიშნებს მანგანუმის დეფიციტზე. მანგანუმს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები და აუცილებელია ძვლის განვითარების, ჭრილობის შეხორცებისა და ნახშირწყლების, ამინომჟავებისა და ქოლესტერინის მეტაბოლიზმისთვის. მანგანუმი აუცილებელია ჯანმრთელი, ძლიერი ძვლებისთვის.

ეს ასევე წარმოადგენს სხვა ვიტამინების, მათ შორის B და C ვიტამინების, მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლებიც აუცილებელია ტვინის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და კიბოსგან დასაცავად.

ორგანიზმში მანგანუმის დეფიციტი იწვევს შემდეგ სიმპტომებს:

  • სისუსტე;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • თავბრუსხვევა;
  • სმენის დაკარგვა; სუსტი თმა და ფრჩხილები.

უკიდურეს შემთხვევაში, მანგანუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს დამბლა, სიბრმავე, უნაყოფობა და კრუნჩხვები.

მანგანუმის დეფიციტის რისკის თავიდან აცილების მიზნით, არსებობს პროდუქტების, რომლებიც დაგეხმარებათ მის შევსებაში.

  1. ზღვის პროდუქტები . მიდიები და კიბორჩხალები ზღვის პროდუქტების მრავალი სახეობიდან მხოლოდ რამდენიმეა, რომლებიც მდიდარია მანგანუმით. ზღვის პროდუქტები ასევე წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინების, ომეგა 3-ის და აუცილებელი ამინომჟავების ჯანსაღ წყაროს.
  2. თხილეული. თხილი, კაკალი და მაკადამიის კაკალი მანგანუმის ყველაზე მაღალი წყაროა. თხილი ასევე ბოჭკოვანია, მდიდარია E ვიტამინით, სპილენძით და მაგნიუმით.
  3. ისპანახი . ისპანახის სარგებელზე არაერთხელ გვისაუბრია. იგი ძალიან მდიდარია მანგანუმით. მისი ხშირი გამოყენება გამოიწვევს ორგანიზმის ვიტამინებით შევსებას და სხვადასხვა დაავადებისგან თავის დაცვას.
  4. მთელი მარცვლეული. ყავისფერი ბრინჯი, შვრიის ფაფა, ქინოა და ფეტვი ამცირებს ტიპის 2 დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების და გარკვეული კიბოს რისკს.
  5. ლიმას ლობიო . თეთრი ლობიო, ძროხის ლობიო და თირკმლის ლობიო აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. ლობიო მდიდარია ბოჭკოვანი, C ვიტამინით და მაგნიუმით.
  6. შავი ჩაი . თქვენს რაციონში მანგანუმის საკმარისი რაოდენობის მიღების ერთ-ერთი მარტივი გზაა ყოველდღიურად 1 ფინჯანი ჩაის დალევა.
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია