როგორ მოვაშოროთ პლასტმასის ჭურჭელს არასასიამოვნო სუნი?

ვინც ხშრად იყენებთ პლასტმასის ჭურჭელს, ალბათ გეცოდინებათ, რომ ყოველთვის მის გამოყენების შემდეგ იგი იღებს არასასიამოვნო სუნს. ეს გამოწვეულია იმით, რომ პლასტმასის პროდუქტების ფოროვანი სტრუქტურა ძალიან მკაცრად შთანთქავს ნებისმიერ არომატს. ღირს თევზის, ხახვის ან მძაფრი სუნიანი კერძის პლასტმასის კონტეინერში ან ჭიქაში ჩადება? კერძებს მათი სურნელი დაუყოვნებლივ გაუჩნდება. როგორც წესი, რუტინული დაბანა პრობლემას არ გამოასწორებს. იმისათვის, რომ არ მოგიწიოთ სამზარეულოს ჭურჭლის გადაყრა ცუდი სუნის გამო,გასწავლით უსიამოვნო სუნის მოცილების სხვადასხვა ვარიანტს.

ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გასინჯვამდე, კარგად გარეცხეთ კონტეინერი ცხელი წყლით და საწმენდი საშუალებით.

გაზეთი.

გაზეთი ხელს შეუწყობს კონტეინერში საჭმლის სუნის მოცილებას. აიღეთ გაზეთის ფურცელი, კარგად დააქუცმაცეთ და განათავსეთ პლასტმასის თასში. მჭიდროდ დაახურეთ სახურავი. გაზეთი შეიწოვს უსიამოვნო სუნს და რამდენიმე საათში კონტეინერი ახალი იქნება.სასურველია თუ გაზეთს კონტეინერში დატოვებთ მთელი ღამის განმავლობაში, ღამე გაზეთი შეიწოვს ყველა უსიამოვნო სუნს.

ყავა.

ყავა დაგეხმარებათ მოაშოროთ უსიამოვნო სუნი პლასტმასის ჭურჭელში. ეს არის შესანიშნავი შთამნთქმელი და ეფექტურად გამოაქვს ცუდი სუნი ჭურჭლიდან.

ჩაყარეთ ყავის მარცვალი ან დაფქვილი ყავა ჭურჭელში და გააჩერეთ ერთი დღით თავდახურულ მდგომარეობაში. შეგიძლიათ იმდენი ყავის ნალექი ჩაყაროთ, რომ ჭურჭლის ძირი დაიფაროს. შემდეგ მოათავსოთ საყინულეში მთელი ღამის განმავლობაში. დილით გამოიღეთ და ნახავთ რომ სუნი მთლიანად გამქრალია..

ლიმონი.

კარგად დაამუშავეთ პლასტმასის ჭურჭელი ლიმონის წვენით ან მისი ქერქით.შემდეგ დახურეთ სახურავი 24 საათის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის ეთერზეთი,დაასხით ბამბის დისკს და ისე დაამუშავეთ ჭურჭელი.

სოდა.

შეურიეთ სოდა ცოტა წყალს. აურიეთ კარგად, მიღებული პასტით ფრთხილად დაამუშავეთ კონტეინერის შიდა კედლები. დატოვეთ იგი ერთი დღით. შემდეგ გარეცხეთ თასი და გაშრეთ. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა. სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს.

ნახშირი.

მოათავსეთ ნახშირის რამდენიმე აბი პლასტმასის თასში, დააფარეთ სახურავი თასს  და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ნახშირი უპრობლემოდ მოაშორებს ცუდ სუნს.

ძმარი.

ჩაასხით თბილი წყალი კონტეინერში, დაამატეთ ¼ ჭიქა 9% ძმარი, რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი სითხე, დახურეთ სახურავი, შეანჯღრიეთ და გააჩერეთ რამდენიმე საათით. შემდეგ გამორეცხეთ თბილი წყლით.

ვანილინი
შეავსეთ კონტეინერი თბილი წყლით, დაამატეთ მწიკვი ვანილინი, დახურეთ სახურავი და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით გადაღვარეთ თასი და გარეცხეთ ჩვეულებრივი მეთოდით.

ბოლო რეკომენდაცია: ნუ გამოიყენებთ პლასტმასის ჭურჭელს,როდესაც უსიამოვნო სუნის მოცილების შემდეგ ისევ აიკიდებს სუნს. ყოველ ჯერზე, უსიამოვნო სუნის აღმოფხვრა უფრო და უფრო რთული იქნება.

თუ არ გაქვთ შესაძლებლობა მთლიანად უარი თქვათ ასეთი კონტეინერების გამოყენებაზე, მაშინ უფრო ხშირად შეცვალეთ იგი.

უკეთესი იქნება თუ გამოიყენებთ მინის ჭურჭელს საჭმლის ან/და საკვების გასათბობად. ნუ დაზოგავთ თქვენს ჯანმრთელობას!

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია