როგორ მოვიშოროთ მაზოლები ბუნებრივი მეთოდებით?

თუ როდისმე ფეხებზე მაზოლები გაწუხებდათ, მაშინ გეცოდინებათ, რამდენად უსიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებაა. თუ დროულად არ იმკურნალეთ, ამან შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
გთავაზობთ ბუნებრივ საშუალებებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. მისი მომზადება ძალიან ადვილია და თან ფინანსურად შეღავათიანი.

ძმარი და ხახვი
აიღეთ 2 ცალი ხახვი და დაჭყლიტეთ. მოათავსეთ დაზიანებულ ადგილზე. შეიხვიეთ თბილი ქსოვილით მთელი ღამოს განმავლობაში. დილით მოიშორეთ და დაიბანეთ თბილი წყლით, გამოიყენეთ პემზა ქვა მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად.

ლიმონის წვენი
დაასველეთ ბამბის დისკი ლიმონის წვენში, დაიდეთ მაზოლზე და შეიხვიეთ თბილად. დაიტოვეთ იგი მთელი ღამით. დილით კი მოიშორეთ და ჩამოიბანეთ.

Epsom მარილი
საუკუნეების განმავლობაში Epsom მარილი გამოიყენებოდა, როგორც სამკურნალო საშუალება სხვადასხვა დაავადებებისთვის.
დაასველეთ ფეხები Epsom მარილის აბაზანაში ათი წუთის განმავლობაში. გამოიყენეთ პემზა ქვა მკვდარი კანის მოსაშორებლად.

აბუსალათინის ზეთი
აბუსალათინის ზეთს სოკოს საწინააღმდეგო თვისებებიც აქვს. მისი ერთი გამოყენებაც კი მნიშვნელოვნად ამცირებს ფეხებზე მაზოლების არსებობას.

საცხობი სოდა
დასველებულ ფეხებზე დაიყარეთ საცხობი სოდა. ან ერთმანეთს შეურიეთ წყალი და სოდა, იმ პროპორციით რომ მიიღოთ პასტის მსგავსი ნივთიერება. შეიზილეთ ნარევი დაზარალებულ ადგილებზე. ეს ზრდის სისხლის ნაკადს და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. გამოიყენეთ პემზა ქვა მკვდარი კანის მოსაშორებლად.

კაკაოს კარაქი კანის დასატენიანებლად და გაჯანსაღებისთვის
პირდაპირ წაუსვით კაკაოს კარაქი მაზოლებს. იგი მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი და დამატენიანებელი თქვენი სხეულის კანზე.

ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი ატენიანებს თქვენს მაზოლებს. უბრალოდ წაისვით მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთი თქვენს ფეხების დაზარალებულ ადგილებში.

ქიშმიში
კარგად დაკეპეთ ქიშმიში და მოათავსეთ ფეხების დაზარალებულ ადგილებში. გამოიყენეთ პემზა ქვა მკვდარი კანის მოსაშორებლად.

ანანასი
ანანასის ერთი ნაჭერი მოათავსეთ დაზიანებულ ადგილას. გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით კი დაიბანეთ თბილი წყლით. მოიშორეთ კანის მკვდარი უჯრედები.

კურკუმა
აურიეთ ერთმანეთში თაფლი და კურკუმა. შემდეგ წაისვით ნარევი დაზარალებულ ადგილზე. გააჩერეთ რამოდენიმე წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კარტოფილი
აიღეთ კარტოფილის რამდენიმე ნაჭერი და დაიდეთ დაზარალებულ ადგილზე. დატოვეთ იგი ღამით და დილით ჩამოიბანეთ დარჩენილი ნაწილი თბილი წყლით.

ნიორი
დაზარალებულ ადგილს ნაზად წაუსვით პემზა. გააკეთეთ ზეითუნის ზეთისა და ნივრის პასტა და წაისვით მაზოლებზე. დატოვეთ ცოტა ხნით და შემდეგ გამოიყენეთ პემზა, რომ მოაცილოთ მკვდარი კანი.

ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთს აქვს სამკურნალო თვისებები. ის ამშვიდებს და ატენიანებს კანს. წაისვით ფეხების დაზარალებულ ადგილას და ის დაამშვიდებს და დაატენიანებს თქვენი ფეხების დაზარალებულ ადგილს.

ასპირინი
აიღეთ ასპირინი,დაფხვენით, დაუმატეთ მწიკვი წყალი და ლიმონის წვენი. მიღებული ნარევი დაიდეთ მაზოლზე და გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ფორთოხლის ქერქი
ფორთოხალი ძალიან ეფექტურია კანის პრობლემების სამკურნალოდ. გაფრცქვენით ფორთოხალი და კანი დაიდეთ რაც შეიძლება დიდი ხნით მტკივნეულ ადგილას.

გისურვებთ ჯანმრთელობას

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია