მოიშორეთ ასაკობრივი ლაქები, ნაოჭები და შავი წერტილები 1 კვირაში
მუქი ლაქები და შავი წერტილები ძალიან ხშირია სახის კანზე. მზის ზემოქმედება, ჰორმონალური დისბალანსი, გარემო ფაქტორები და ცხოვრების ცუდი არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ ამძაფრებს პრობლემას.
ამ სტატიაში ჩვენ გვინდა გასწავლოთ, თუ როგორ მოამზადოთ თქვენი კანისთვის ნიღაბი, რომ იგი გახდეს უფრო ჯანმრთელი, ლამაზი და უზადო ძალიან მოკლე დროში.
ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ შვრიის ფაფა და ლიმონი, რომელიც თქვენს კანს გაასუფთავებს სულ რაღაც 1 კვირაში!
-შვრიის ფაფა კარგია არა მხოლოდ კუჭის პრობლეემების მოსაგვარებლად, არამედ კანის დასამშვიდებლად და პრობლემების აღმოსაფხვრელად. ეს არის ძლიერი გამწმენდი, რომელიც ხსნის ფორებს და გამოჰყავს ნებისმიერი ჭუჭყი.
-ლიმონის წვენი ანათებს კანს, აშორებს ასაკობრივ ლაქებს და ჭარბ ცხიმს . გარდა ამისა, ის ბუნებრივად ხურავს ფორებს, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი ჭუჭყის დაგროვება ფორებში.
ლიმონში შემავალი C ვიტამინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, გარდა ამისა ეს მცირე ნაოჭებს ნაკლებად ამჩნევს კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებით.
ორივე ეს პროდუქტი ქმნის შესანიშნავ კომბინაციას: ისინი საფუძვლიანად ასუფთავებენ კანს და აშორებენ მისგან ყველაზე მნიშვნელოვან ნაკლოვანებებს.
ამ ჯადოსნური ნიღაბის მოსამზადებლად უნდა აღოთ თასი და შიგ მოათავსოთ ½ ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული შვრიის ფანტელი. კარგად აურიეთ, ისე რომ მიიღოთ ფაფის მსგავსი მასა. მიღებული ნარევი უნდა დაიდოთ წინასწარ კარგად დაბანილ სახეზე და გაიჩეროთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, რომ ნიღაბმა მოქმედება მოასწროს. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით. შემდეგ შეიმშრალეთ ნაზად პირსახოცით და წაისვით სასურველი სახის დამატენიანებელი კრემი.
ამ ნიღაბის დახმარებით, თქვენი სახის კანი უფრო სუფთა იქნება, ვიდრე ოდესმე.
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.