– 8 კილო 1 კვირაში. ყველაზე სწრაფი მეთოდი. ერთადერთი ეფექტური ინსტრუქცია

ზაფხულის ცხელი დღეები გვიახლოვდება და ყველა ვცდილობთ მას კარგ ფორმაში დავხვდეთ. ამისათვის მივმართავთ სხვადასხვა კოქტეილებსა თუ დიეტებს, თუმცა მათი უმეტესობა არასწორადაა შედგენილი და ვერ ვიღებთ იმ შედეგს, რომელსაც იგი გვპირდება. ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ძალიან ეფექტური საშუალება, რომლის დახმარებითაც ძალიან სწრაფად შეძლებთ არასასურველი წონის დაკლებას. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ სულ რაღაც 1 კვირა და დიდი მოთმინების უნარი.

დღე პირველი-ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. დაიწყეთ დიეტა მხოლოდ ხილით. მიირთვით რომელი ხილიც ყველაზე მეტად გიყვართ, აკრძალული მხოლოდ ბანანია. ყველაზე კარგი კი ამ დროს ნესვი და საზამთროა. დაიმახსოვრეთ პირველ დღეს 8-12 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ.

დღე მეორე-ეს ბოსტნეულის დღეა. მიირთვით თქვენთვის საყვარელი ბოსტნეული და მოხარშული კარტოფილი. მეორე დღესაც 8-12 ჭიქა წყალი დალიეთ.

დღე მესამე-ეს ბოსტნეულის და ხილის დღეა. თუმცა ამ დღეს არ უნდა მიირთვათ მხოლოდ კარტოფილი და ბანანი. მთავარია ბოსტნეული და ხილი ერთად არ მიირთვათ, ერთ ჭამაზე მიირთვით მხოლოდ ერთი სახის საკვები.

დიეტის მეოთხე დღე-ეს ბანანის და რძის დღეა. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 8-10 ცალი ბანანი და 3 ჭიქა რძე.

დღე მეხუთე-დიეტის  მეხუთე დღეს უნდა მიირთვათ მხოლოდ პომიდორი. მთელი დღის განმავლობაში 6-7 ცალი პომიდორი მიირთვით და 12-15 ჭიქა წყალი დალიეთ.

დღე მეექვსე-ეს ბრინჯის დღეა. ამ დღეს მიირთვით ბრინჯი, ბოსტნეული და ხილი, ყველა სახის საკვები სამზე გაყავით და ერთ ჭამაზე მიირთვით მხოლოდ ერთი სახის საკვები.

დღე მეშვიდე-ფინალშიც გავედით. რადგან ეს დიეტის ბოლო დღეა. ამ დღეს მიირთვით მხოლოდ ბოსტნეული და ბრინჯი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხილის მირთმევა.

ამ დიეტის დაცვა თვეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება და თუ თქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ შედეგად 1 კვირაში 8 კილოს დაიკლებთ. რაც მთავარია ამის შემდეგ უნდა შეძლოთ სწორი კვების დაცვა, სწრაფი კვების ნაწარმის ამოღება დღის რაციონიდან და რა თქმა უნდა ბევრი წყლის დალევა.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია