კვერცხის გულისა და ზეითუნის ზეთის შამპუნი ძლიერი და მბზინავი თმისთვის. ბუნებრივი და ეფექტურია!
რომელი ქალი არ ოცნებობს ლამაზ, მბზინავ და ჯანმრთელ თმაზე? მაგრამ, სამწუხაროდ, სითბოს, საღებავების და სხვა მავნე ზემოქმედების ხშირი მოხმარება თმას ხდის მშრალს, თხელს და მტვრევადს. როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი თმის სილამაზე და დავიცვათ იგი დაზიანებისგან? სწორედ ამისთვის დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ერთ ხელნაკეთ შამპუნის რეცეპტს, რომლის დამზადებაც ძალიან მარტივია. ეს დაგეხმარებათ თმის სტრუქტურის გაუმჯობესებაში.
მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
2 კვერცხის გული, 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი და წყალი. აიღეთ პატარა ზომის ჭურჭელი, შიგ მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი და აურიეთ კარგად, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიღებული საშუალება უნდა გამოიყენოთ შამპუნის ნაცვლად. შეიძლება ამ საშუალებამ კვერცხის სუნი დაგიტოვოთ. სწორედ ამიტომ, თუ ამ პრობლემას გადააწყდებით ამ საშუალების გამოყენების შემდეგ ჩამოიბანეთ თავი ვაშლის ძმრით. ( მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი და 1 ჭიქა წყალი.) შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში და წაისვით თმაზე შამპუნით დაბანის შემდეგ. ვაშლის ძმრის სუნი გაქრება თმის გაშრობისთანავე.
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.