სახიდან ლაქების მოშორების უნიკალური მეთოდი.. უნდა სცადოთ..კანი ჩვენს სხეულში ყველაზე თვალსაჩინო და ყველაზე დიდი ორგანოა და ყველაზე მეტად განიცდის გარემოში არსებულ ცვლილებებს. მზე, ქარი და სხვა ბუნებრივი მოვლენები შეიძლება საშიში აღმჩნდეს ჩვენი სახის კანისთვის. ამან შეიძლება გამოაშროს კანი, რის შედეგადაც შესაძლებელია კანის დასკდომა, ასევე შესაძლებელია გაგვიჩნდეს ლაქები და ჭორფლები. თუ ასეთი რამ დაგემართათ არ აღელდეთ. გთავაზობთ ლაქების მოშორების ერთ ძალიან ეფექტურ და რაც მთავარია ბუნებრივ რეცეპტს-ვაზელინს ლიმონით. ეს ნიღაბი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ და აღმოფხვრათ ლაქები და ნაოჭები თქვენს სახის კანზე.

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:
1 სუფრის კოვზი ვაზელინი და 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი(1:1 პროპორციით).
როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ აღნიშნული სახის ნიღაბი?
პატარა ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ ვაზელინი და ლიმონის წვენი. ხის კოვზით ურიეთ იმდენ ხანს, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან-გლუვ კონსისტენციას. დაიტანეთ სახეზე ნიღაბი და გაიჩერეთ იგი 30 წუთით. ამ დროის განმავლობაში სასურველია დაიმასაჟოთ სახე წრიული მოძრაობით. დროის გასვლის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით. უკეთესი იქნება ნიღაბი წაისვათ საღამოს ძილის წინ. გაიმეორეთ ეს პროცედურა 7 დღე. ამის შემდეგ თქვენ აღარ შეგაწუხებთ ლაქები და ნაოჭები, რადგან ის მთლიანად კვებავს თქვენს კანს.
ასევე შეგიძლიათ მოცემული ნიღაბი წაისვათ ხელებზე, მუხლებსა და იდაყვებზე მუქი ლაქების მოსაშორებლად.

აუცილებლად სანახავი: სისხლის ცუდი მიმოქცევა და ცივი ფეხები: გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია