კუპრის საპონის გამოყენების გზები თავის მოვლისთვის. იაფი და ეფექტური საშუალება

კუპრის საპონი ერთ-ერთი თავის მოვლის საშუალებაა, რომელსაც ჩვენი წინაპრებინ იყენებდნენ და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სულ რაღაც 2 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ კანის, თმის, სხეულის მოვლაში. ასევე, სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ შეგიძლიათ მისი გამოყენება.

კუპრის საპონი გამონაყარისთვის უნივერსალური საშუალებაა. კუპრი, რომელიც შედის საპნის შემადგენლობაში, ხასიათდება ანთების საწინაააღმდეგო მოქმედებით. საპონი გამოიყენება ფსორიაზის, ქერტლის, ლიქენის და ბევრი სხვა დაავადების დროს; საპონი გამოიყენება ეგზემის, დერმატომიკოზების, ფურუნკულოზის, მუნის, ნეიროდერმიტის, პიოდერმიის, სებორეის, კანის ქავილის დროს. კარგი ეფექტი აქვს ნაწოლების დროს, სასარგებლოა როგორც დამწვრობის, ისე მოყინვის დროს. ამ საპნით მკურნალობენ ღია ჭრილობაში მოხვედრილ ინფექციას, აგრეთვე ტერფებზე ნახეთქებს.

დღეს გასწავლით, თუ რისთვის და როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ კუპრის საპონი.

კანი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კუპრის საპონი ანთების წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს. ამიტომ, თუ პრობლემური და გამონაყარისკენ მიდრეკილი კანი გაქვთ, კუპრის საპონი იდეალური დამხმარე იქნება თქვენთვის. ყოველ დილით და საღამოს დაიბანეთ სახე კუპრის საპონით. უკეთესი შედეგისთვის, როდესაც საპონს კანზე წაისვამთ, გაიჩერეთ 2-3 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. შედეგს რამდენიმე გამოყენებაში აუცილებლად დაინახავთ. გაითვალისწინეთ, რომ კუპრის საპონი კანს აშრობს, ამიტომ არ დაგავიწყეთ კანის დატენიანება.

თმა

თმის ცვენის და ქერტლის წინააღმდეგ კუპრის საპონი განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს. კვირაში 2 ჯერ დაიბანეთ თავი კუპრის საპონით, ქერტლი რამდენიმე გამოყენებაში გაქრება და თმის ცვენაც შეგიჩერდებათ.

ოფლიანობის მკურნალობა

კუპრის საპონი ამცირების ოფლიანობას და უსიამოვნო სუნსაც აქრობს. დაიბანეთ იღლიები კუპრის საპონით ყოველ დილით და დაემშვიდობეთ ოფლიანობისგან გამოწვეულ დისკომფორტს.

ფეხის სოკო

ფეხის სოკოს სამკურნალოდ ჩვენი ბებიები სწორედ კუპრის საპონს იყენებდნენ. ეს მეთოდი დღესაც საკმაოდ ეფექტურია და თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, გირჩვენთ გამოიყენოთ. საღამოობით ფეხები დაისველეთ, წაისვით კუპრის საპონი და 10-15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი კარგად დაიბანეთ. მის ეფექტურობაში მალევე დარწმუნდებით.

აუცილებლად სანახავი:ქერტლის მკურნალობა სახლის პირობებში ხალხური მედიცინით


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია