3 ნიღაბი საცხობი სოდის გამოყენებით შავი წერტილების მოსაშორებლად
შავი წერტილები გამოწვეულია ჭუჭყითა და ბაქტერიებით, რომლებიც გროვდება კანის ზედაპირზე. ამ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ 3 ეფექტურ ნიღაბს საცხობი სოდის გამოყენებით, რომლებიც ძალიან იაფია, ადვილად მზადდება და შესანიშნავად ასუფთავებს თქვენს კანს.
საცხობი სოდა შესანიშნავი ინგრედიენტია კანის აქერცვლისა და შავი წერტილების მოსაშორებლად. ის ასევე ხელს უწყობს pH-ის განეიტრალებას.
რატომ არის საცხობი სოდა შავი წერტილების მოსაშორებლად საუკეთესო საშუალება?
საცხობი სოდა არის ბუნებრივი ინგრედიენტი გვერდითი ეფექტების გარეშე, რომელიც შეიძლება მხოლოდ ზედმეტი გამოყენების შემთხვევაში გახდეს საზიანო.
საცხობი სოდა ნაზად ასუფთავებს კანს და ფაქტიურად აშორებს ჭუჭყს ფორებიდან.
1. საცხობი სოდა და წყალი.
ეს პირველი ნიღაბი ყველაზე მარტივი ვარიანტია. წაისვით სახეზე მაკიაჟის მოხსნის შემდეგ საღამოს.
ინგრედიენტები- 1 ჩ. კ საცხობი სოდა და 2 ს. კ. წყალი.
ჩამოიბანეთ მაკიაჟი თბილი წყლით ფორების გასახსნელად. შემდეგ შეურიეთ საცხობი სოდა და წყალი ერთმანეთს, რომ მიიღოთ პასტა. წაისვით T-ზონაზე და გაიჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. ბოლოს შეიზილეთ 2 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
2. ლიმონის წვენისა და ყავისფერი შაქრის ნიღაბი.
თუ დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობთ შავი წერტილების მოცილებას, სცადეთ ნიღბის ეს ვარიანტი. შაქარი ხელს უწყობს ღრმა მინარევების მოცილებას და არბილებს კანს გაღიზიანების გარეშე. ამავდროულად, ლიმონი შემკვრელი და ანტიბაქტერიულია, რაც ამცირებს ინფექციის ალბათობას.
ინგრედიენტები- 2 ს. კ. საცხობი სოდა; 2 ს. კ. ყავისფერი შაქარი; 4-5 ს. კ. ლიმონის წვენი.
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე. შემდეგ გაიკეთეთ თითის წვერებით ნაზად მასაჟი, ყურადღება გაამახვილეთ ცხვირზე და ნიკაპზე. გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ.
3. საცხობი სოდა და რძე.
რძემჟავა ხელს უწყობს კანის გაწმენდას და აქერცვლას.
ინგრედიენტები- 1 ს. კ. საცხობი სოდა; 1 ს. კ. რძე.
შეურიეთ ინგრედიენტები პასტის მისაღებად. წაისვით სუფთა კანზე და გაიჩერეთ 5 წუთი. ბოლოს ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით. გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ.
საცხობი სოდა ნეიტრალურია და ჩვეულებრივ იდეალურია შავი წერტილების მოსაშორებლად. თუმცა, არის რამდენიმე რამ, რაც უნდა გვახსოვდეს:
მოერიდეთ ამ ნიღბების გამოყენებას იმ ადგილებში, სადაც გაღიზიანება ან წყლულები გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ინგრედიენტების უმეტესობა არ იწვევს რაიმე პრობლემას, თქვენ შეიძლება გააუარესოთ პრობლემა. უმჯობესია დაელოდოთ სანამ ყველაფერი გაგიქრებათ. ამას ჩვეულებრივ ორიდან ხუთ დღემდე სჭირდება. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი კანი არ უმჯობესდება, მიმართეთ დერმატოლოგს.
ზედმეტად ნუ გამოიყენებთ ამ ნიღბებს. თუ მათ რეკომენდებულზე ხშირად იყენებთ, მათ შეუძლიათ თქვენი კანის გაღიზიანება. მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ ბევრი შავი წერტილები, უნდა მიჰყვეთ მითითებებს.
შეწყვიტეთ ამ ნიღბების გამოყენება, თუ ისინი საზიანოა თქვენი კანისთვის.