თუ ამ ჩაის ყოველ დაბანის შემდეგ გამოიყენებთ, სამუდამოდ დაივიწყებთ ჭაღარის არსებობას

ჭაღარა სიბერის ერთ–ერთ აშკარა ნიშნად ითვლება. ის ასაკს ააშკარავებს მაშინაც კი, როცა სახეზე ერთი ღრმა ნაოჭიც არ ჩანს. სწორედ ამიტომ, სილამაზის სალონებში არ წყდება კლიენტების ნაკადი, რომელთაც ერთი პრობლემა აწუხებთ: როგორ მოვიშოროთ ჭაღარა?
იაფი ავიაბილეთები avia.ge

სამწუხაროდ, ჭაღარას ერთხელ და სამუდამოდ ვერ მოიშორებთ, მაგრამ შეგიძლიათ დამალოთ ან შენიღბოთ. ამისთვის თავის კანის ამიაკით მოწამვლა ან ბევრის დახარჯვა აუცილებელი არაა.

როგორ მოვიშოროთ ჭაღარა ჩაის დახმარებით

საშუალო სტატისტიკურად, ჭაღარა 40 წლისას ჩნდება. ნაადრევი გაჭაღარავება სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება. ძირითადად, ამას სტრესი და ვიტამინების დეფიციტი (განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინები) იწვევს. ნაადრევი გაჭაღარავების შემთხვევაშიც საღებავის ყიდვა არ იჩქაროთ.

სჯობს ფინჯანი ჩაი მოადუღოთ. ეს ხუმრობა არაა! ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც ყველას სახლში აქვს, ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

დავიწყოთ იმით, რომ ჭაღარა თმა შიგნიდან ნაცრისფერი არაა. სინამდვილეში, ცარიელი, გამჭვირვალეა. თუმცა სინათლეზე ფერფლისფერდება. თუ თმას პიგმენტით შეავსებთ (რაც შეღებვის დროს ხდება), ფერი შეიცვლება.

ბევრი ნატურალური საღებავი არსებობს, რომელთა შორის ყველაზე მეტად პოპულარულია ინა. თმის ინით შეღებვა ერთი სიამოვნებაა! რა საჭიროა, თუ შეგიძლიათ თავი შავი ჩაით დაიბანოთ! მასში შედის მუქი პიგმენტი, რომელიც საღებავის როლს ასრულებს.

დაგჭირდებათ:

6 ს/კ შავი ჩაი, 3 ლ წყალი, 3 ს/კ ვაშლის ძმარი.

მომზადება:

3 ლ წყალში ჩაი მოადუღეთ და სრულად გააგრილეთ. შემდეგ გადაწურეთ, რომ ჩაის ჩენჩო მოაშოროთ. სხეულის ტემპერატურამდე შეათბეთ და ვაშლის ძმარი დაუმატეთ. ძმარი დამაფიქსირებლის როლს ასრულებს.

ჩაის ნაყენი ტაშტში ჩაასხით და საქმეს შეუდექით. შხაპის მიღების შემდეგ თმაზე 15 წუთით ჭაღარის საწინააღმდეგო საშუალება გადაივლეთ. ამისთვის თავი ტაშტისკენ დახარეთ და ჩამჩით ან ჭიქით თავზე გადაივლეთ, თავის კანი დაიმასაჟეთ. ამის შემდეგ თმა ფენით და პირსახოცით გაიმშრალეთ.

საშუალება 100% ნატურალურია, ამიტომ ჩამობანა არ სჭირდება. სურვილის შემთხვევაში შხაპის შემდეგ თავის მოვლის საშუალებები შეგიძლიათ გამოიყენოთ. პროცედურა ყოველი დაბანის დროს გაიმეორეთ.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია