ჰერპესის (ბუშტუკოვანი ლაქების) მკურნალობის საუკეთესო საშინაო საშუალებები. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ!

ჰერპესი – ვირუსული დაავადებაა, რომელიც ბუშტუკოვანი გამონაყარით ხასიათდება კანსა და ლორწოვანზე. ბუშტუკი სკდება 3-4 დღეში და მოყვითალო ქერქით იფარება ან იხსნება და ეროზია იწყება.

გამონაყარს თან ახლავს ქავილისა და წვის შეგრძნება. დაავადების წყარო დაავადებული ან ვირუსმატარებელი ადამიანია. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს გაცივება, ჰიპოვიტამინოზი, ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ჰერპესი ხშირად სხვა ინპექციური დაავადების ფონზე ვითარდება: გრიპი, მალარია, პნევმონია და ა. შ.

ჰერპეს ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება 60-80 წელი (ფაქტიურად მთელი ცხოვრება) არსებობდეს. ზოგჯერ ავადმყოფს  ე. წ. ჰერპესული ციებ-ცხელება უვითარდება. ის უეცრად იწყება შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით 39-40°C-მდე და თან ახლავს ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ხანდახან  გონების დაბინდვაც 2-3 დღეში ტემპერატურა იკლებს და ვლინდება ჰერპესული გამონაყარი ერთ ან რამოდენიმე ადგილას.

მკურნალობა: დაზიანებულ ადგილზე წაისვით თუთიის მალამო ან ქრისტესისხლას მალამო (1 გრ ბალახის ფხვნილი 1 ს. კ. ვაზელინზე). ასევე კარგი ეფექტი აქვს ანილინის საღებავის სპირტიან ხსნარს, ბრილიანტის მწვანეს, იოდს, სპირტს.

ჰერპესის სამკურნალოდ ნიშნავენ იმუნოთერაპიას და ანტივირუსულ თერაპიას, ადგილობრივად და ზოგადად. გამოიყენეთ „აციკლოვირის“ მალამო (იყიდება აფთიაქებში). ის მაშინ გამოიყენეთ, როცა ჰერპესოვანი ბუშტუკები გაშრება. მალამო წაისვით დაზიანებულ ადგილებზე ერთი თვის განმავლობაში.

ჰერპესით დაავადებულებს ეკრძალებათ მოწევა, იზღუდება ალკოჰოლის
მიღება.

ხალხური რეცეპტები ჰერპესის სამკურნალოდ

• კალანხოეს წვენით შეძლებთ გააქროთ „ციებ-ცხელება“ ტუჩებზე.

• ძიძოს ბალახით და წვენით მოამზადეთ კომპრესები და ასევე წაისვით დაზიანებულ
ადგილებზე.

• ადგილობრივად, ჰერპესის სამკურნალოდ გამოიყენეთ ლეღვის, მრგვალფოთოლა დროზერას, რძიანას, სამფერა იის, ხახვის და აბზინდის წვენი.

• კარგ ეფექტს იძლევა ვერხვის ან მურყნის ქერქის ახალი წვენი ყველა სახის ჰერპესის დროს. წაისვით დღეში ორჯერ.

• წაისვით დაზიანებულ ადგილზე ქრისტესისხლას წვენი 2-ჯერ დღეში. ორმაგად უნდა
წაისვათ. პირველი წასმის შემდეგ 1-2 წთ დაელოდეთ რომ წვენი გაშრეს, შემდეგ ისევ წაისვით.

• ჰერპესით დაავადებულებს კარგ დახმარებას გაუწევს ალოეს წვენი. მიიღეთ 1 ჩ. კ. 2-3 ჯერ დღეში ჭამის წინ, ასევე წაისვით დაზიანებულ ადგილებზე.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Facebook კომენტარები