ერთადერთი საშუალება, რომელიც ნამდვილად მუშაობს ცელულიტის მოცილებაში! დაგაინტერესებთ!

საიდუმლო არ არის, რომ კოფეინი თითქმის ყველა ანტიცელულიტური კოსმეტიკის ერთ-ერთი მთავარი და ეფექტური კომპონენტია. ყავის მარცვლებიდან მიღებული ეს ნივთიერება აქტიურად ასტიმულირებს მეტაბოლიზმს ქსოვილებში, შლის ტოქსინებს და ანგრევს კანქვეშა ცხიმს.

მაგრამ ყავაზე დაფუძნებული საშინაო საშუალებები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მაღაზიაში შეძენილი, რადგან მათ აქვთ კოფეინის გაცილებით მაღალი კონცენტრაცია.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

გთავაზობთ ცელულიტის სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც მოიცავს ყველაზე აქტიურ ინგრედიენტებს ამ შემაშფოთებელი კოსმეტიკური ნაკლის წინააღმდეგ საბრძოლველად.

საჭირო ინგრედიენტებია:

200-250 მლ გლიცერინი, 5-7 სადილის კოვზი დაფქული ყავა, 5-7 სადილის კოვზი დამსხვრეული ხმელი ზღვის მცენარეები (ხელმისაწვდომია ჯანსაღი კვების მაღაზიებში), 1 სადილის კოვზი დაფქული კოჭა, 2-3 ჩ. კ დაფქული დარიჩინი, 3–5 სადილის კოვზი ალოე ვერას გელი, 1/2 ჭიქა  ზეითუნის ზეთი, 40 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი, 40 წვეთი გრეიფრუტის ეთერზეთი.

მომზადება:

სუფთა და მშრალ თასში აურიეთ ყავა, ზღვის მცენარეები, კოჭა, დარიჩინი. დაამატეთ გლიცერინი, მჭიდროდ დაახურეთ ჭურჭელს თავსახური და დატოვეთ 10-14 დღის განმავლობაში. დროდადრო შეანჯღრიეთ და განსაზღვრული პერიოდის შემდეგ გაწურეთ ნარევი.

მიღებული სითხე არის კონცენტრირებული ექსტრაქტი. შეინახეთ მაცივარში მჭიდროდ დახურულ კონტეინერში. კონცენტრატი შეიძლება გამდიდრდეს ნებისმიერი კოსმეტიკური პროდუქტით: სკრაბი, ლოსიონები, ტანის კრემები.

ეთერზეთები შეურიეთ ზეითუნის ზეთს, დაუმატეთ ალოე ვერას გელი და 7-10 ს. კ. ყავის ექსტრაქტი. მიღებული პროდუქტი გამოიყენეთ მასაჟისთვის ან ანტიცელულიტური შეფუთვისთვის ორ დღეში ერთხელ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

დარიჩინს და კოჭას აქვს ადგილობრივი გამათბობელი ეფექტი, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას ქსოვილებში. ამის გამო, აქტიური ინგრედიენტების ეფექტურობა მნიშვნელოვნად იზრდება.

გამათბობელი მასაჟის შემდეგ სცადეთ კანზე ყინულის გამოყენება - ეს დააჩქარებს ცხიმების წვას!

გაუზიარე მეგობრებს ეფექტური და ხელმისაწვდომი ხელნაკეთი ანტიცელულიტური რეცეპტი!

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია