თუ გაწუხებთ სახსრების ტკივილი, ფეხებში „სიმძიმის“ შეგრძნება, ძველი დაზიანებები და სხვა – ეს ნარევი ნამდვილად დაგეხმარებათ და გახდება თქვენი დამხმარე სახსრების ტკივილის დროს.
ალბათ ყველა ხანდაზმული ადამიანი დროდადრო წუხს მუხლების ტკივილის გამო და იწყებს ფეხების შეხვევას. რა თქმა უნდა, პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ ძვირადღირებული მალამოებით, კრემებითა და გელებით. მაგრამ თუ არ გსურთ დამატებითი ფულის დახარჯვა, არსებობს შესანიშნავი ხალხური საშუალება, რომელიც დაგიჯდებათ ბევრად ნაკლები, მაგრამ ტკივილს ათავისუფლებს ეფექტურად.
ამ საშუალების შემადგენელი ინგრედიენტებია:
ალკოჰოლი – 300 გ; ქაფურის სპირტი – 10 მლ; იოდი – 1 ბოთლი (10 მლ); ანალგინი – 10 ტაბლეტი.
აი როგორ უნდა მოამზადოთ:
ანალგინის ტაბლეტები დააქუცმაცეთ ძალიან წვრილად, რომ მიიღოთ ფხვნილის მსგავსი მასა, შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. მიღებული მალამო გადაიტანეთ პატარა კოლოფში და განათავსეთ ბნელ ადგილას. გააჩერეთ ინფუზია ასეთ მდგომარეობაში 21 დღის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი.
გამოყენების წესი:
3 კვირის გასვლის შემდეგ გამოიღეთ მალამო ბნელი ადგილიდან და შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში თხელ ფენად, ამის შემდეგ დაიდეთ ჯერ ცელოფანი, შემდეგ კი შეიხვიეთ თბილი შალით ან ნაჭრით. სასურველია ამის გაკეთება ღამით, ძილის წინ. მკურნალობის კურსი უნდა ჩაიტაროთ 10 დღის განმავლობაში, შემდეგ შეისვენეთ რამოდენიმე დღე. დროის გასვლის შემდეგ კიდევ გაიმეორეთ ეს პროცედურა, ოღონდ ამ ჯერად მხოლოდ 5 დღე.
რის სამკურნალოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მალამო?
ეს საშუალება დაგეხმარებათ სახსრების, კუნთების და ძვლების ტკივილის შემსუბუქებაში. იგი ათავისუფლებს ტკივილს რადიკულიტის, ართრიტის, ართროზის და ოსტეოქონდროზის დროს.
თუ გაწუხებთ სახსრების ტკივილი, ფეხებში „სიმძიმის“ შეგრძნება, ძველი დაზიანებები და სხვა – ეს ნარევი ნამდვილად დაგეხმარებათ და გახდება თქვენი დამხმარე სახსრების ტკივილის დროს.