აი რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ყელი ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს! მარტივი და ეფექტური გზა..
ნაოჭების გაჩენა დაბერების პროცესის ერთ-ერთი მანიშნებელი ბუნებრივი ნაწილია. სამწუხაროდ, რატომღაც ქალბატონები მხოლოდ სახის მოვლაზე არიან ფოკუსირებულნი და ყელს ცოტათი უგულებელყოფენ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ როგორც სახის კანს, ზუსტად იგივენაერად სჭირდება მოვლა კისერზე არსებულ კანს, წინააღდეგ შემთხვევაში კანი დაკარგავს ელასტიურობას და დროზე ადრე დაგეტყობათ ნაოჭები.
ჩვენ გასწავლით ოთხ ბუნებრივ მეთოდს, რომლის დაცვის შემთხვევაში თქვენი ყელი ახალგაზრდობას შეინარჩუნებს..
1. მიირთვით ცხიმოვანი მჟავები ძილის წინ
ეს ცხიმოვანი მჟავები გვხვდება ომეგა 3-სა და ომეგა-6-ში და დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს კანის მდგომარეობას, რადგან დაგვეხმარება კოლაგენის გამომუშავებაში ჩვენი უჯრედების აღსადგენად. არის საკვები, რომელიც შეიცავს ამ ცხიმოვან მჟავებს, როგორიცაა სარდინი, ორაგული, ისპანახი, სელის თესლი, გოგრის თესლი, ავოკადო და სხვა მრავალი.
2. მიიღეთ უფრო მეტი ვიტამინი C
ვიტამინი C არაჩვეულებრივი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ის შეიძლება მივიღოთ ზოგიერთი საკვებიდან. მაგალითად, ციტრუსები შეიცავს ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით. მაგრამ ანალოგიურად, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ იგი საკვები დანამატების მეშვეობით.
3. მოერიდეთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას
ბევრმა ჩვენგანმა იცის, რომ მზის სხივების ზედმეტი მიღება მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. პირველ რიგში, ის ხელს უწყობს კანის გამოშრობას და დანაოჭებას. მან განსაკუთრებით შეიძლება იმოქმედოს ყელის არეში. ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ კანი მზისგან დამცავი საშუალებებით, რომელიც არის მინიმუმ SPF 30, რომელიც შეიცავს ტიტანს და თუთიას, რადგან ისინი დაგვეხმარება დაცვაში UVA და UVB სხივებისგან.
4. მიიღეთ მაღალი ხარისხის კოლაგენის დანამატები
კოლაგენი პასუხისმგებელია თქვენი კანის სიმკვრივისა და ელასტიურობის უზრუნველყოფაზე, კანის უჯრედების მუდმივ განახლებაზე. გონივრული იქნება მაღალი ხარისხის კოლაგენის დანამატების მიღება.