წყალბადის ზეჟანგი. ფაქტები, რომლებიც უნდა იცოდეთ! პირველმა აპლიკაციამ ნამდვილად გამაოცა!
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად იყიდით წყალბადის ზეჟანგს და შეინახავთ თქვენს სამზარეულოში ან აბაზანაში, რადგან ის რეალურად ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი ნივთია.
წყალბადის ზეჟანგს აქვს მრავალი გამოყენება, სამზარეულოში, სახლის დასუფთავებისთვის, სტომატოლოგიური მოვლისთვის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის და ა. შ.
ჩვენ გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ წყალბადის ზეჟანგის (პეროქსიდის) ყველაზე სასარგებლო გამოყენება!
- სოკოსა და ობის წამალი.
გამოიყენეთ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი ფილებიდან, სველი წერტილებიდან და საშხაპეებიდან ობისა და სხვა ლაქების მოსაშორებლად. წაუსვით პეროქსიდი სოკოსა და ობის ადგილებში, გააჩერეთ ნახევარი საათი ან ცოტა მეტი ხანი, დროის გასვლის შემდეგ უბრალოდ ჩამორეცხეთ თბილი წყლით.
- ეხმარება სინუსიტის დროს.
შეგიძლიათ პეროქსიდი გააზავეთ წყლით და გამოიყენოთ ცხვირის სპრეის სახით სინუსიტის სამკურნალოდ.
- პირის ღრუს გამორეცხვის საშუალება.
წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარი არის უსაფრთხო და ეფექტური პირის ღრუს გამოსავლები საშუალება. იგი რეგულარული გამოყენებისას ათეთრებს კბილებს და მკურნალობს სტომატიტს. გამოიყენეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში; ჩამოიბანეთ პირი რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოაფურთხეთ.
- ხსნარი კონტაქტური ლინზებისთვის.
წყალბადის ზეჟანგი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც კონტაქტური ლინზების ხსნარი. 3%-იანი ხსნარი გაასუფთავებს ლინზებს, დაიცავს მათ და გაანადგურებს მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ ცილების დეპოზიტებს.
- სამზარეულოს ღრუბლების და ნიჟარების დეზინფექცია.
დადასტურებულია, რომ უფრო მეტი ბაქტერია მკვიდრდება სამზარეულოს ღრუბლებზე და ნიჟარებზე, ვიდრე ტუალეტის აბაზანაში! მათი გაწმენდა შეგიძლიათ წყალბადის ზეჟანგით. პირველ რიგში, ამოიღეთ ყველა ჭუჭყიანი ნიჟარადან და შეავსეთ ცხელი წყლით. შემდეგ დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალბადის ზეჟანგი. ამ ხსნარში მოათავსეთ ღრუბელი და გააჩერეთ ნახევარი საათი. ნიჟარაც და ღრუბელიც დეზინფექცია მოხდება.
- საჭრელი დაფების დეზინფექცია.
პეროქსიდი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სამზარეულოში საჭრელი დაფების გასაწმენდად. უბრალოდ დაასხურეთ წყალბადის ზეჟანგი, გააჩერეთ 5 წუთი და შემდეგ გარეცხეთ ცხელი წყლით და ჭურჭლის საპნით.
- მაცივრის დეზინფექცია.
თუ თქვენს მაცივარს ოდნავ უცნაური (არასასიამოვნო) სუნი აქვს, გამოიღეთ ყველა საკვები და სასმელი და შეასხურეთ შიგნიდან წყალბადის ზეჟანგი. რამდენიმე წუთის შემდეგ ცუდი სუნი განეიტრალება. გაწმინდეთ ხელსახოცით და მზად არის მაცივარი გამოსაყენებლად.
- გაათეთრეთ ნივთები.
ტანსაცმლის გასათეთრებლად, დაამატეთ ერთი ჭიქა წყალბადის ზეჟანგი თქვენს სარეცხს, გააჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში და შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი ჩვეულებრივად.