მეთოდი, რომლის გამოყენებითაც მარტივად მოიცილებთ თვალების ქვეშ არსებულ სიშავეებსა და შეშუპებას!
ზოგადად მიღებულია, რომ თვალების ქვეშ წრეები უძილობისა და დაღლილობის გამო ჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მხოლოდ სწორი ძილი და დასვენებაა საჭირო. სინამდვილეში, სიშავეების წარმოშობის მიზეზი შეიძლება განსხვავებული იყოს.
მოდით განვიხილოთ შესაძლო მიზეზები.
ასაკობრივი ცვლილებები
უკვე 30 წლის შემდეგ ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავება იკლებს, რის შედეგადაც თვალების ირგვლივ კანი, რომელიც თავიდან უფრო თხელია, ვიდრე სახის სხვა ნაწილებში, სიმკვრივეს კარგავს. იმის გამო, რომ კანი თხელი ხდება, თვალების ქვეშ მუქი წრეები უჩნდებათ მათაც კი, ვისაც ეს პრობლემა ახალგაზრდობაში არ ჰქონია.
ძილის ნაკლებობა და დაღლილობა
საიდუმლო არ არის, რომ უძილო ღამეების შემდეგ მუქი წრეები უფრო გამოკვეთილი და შესამჩნევი ხდება. ეს გამოწვეულია სისხლძარღვების მუშაობის დარღვევით.
მემკვიდრეობა
მოგვწონს თუ არა, თვალების ქვეშ მუქი წრეები უმეტეს შემთხვევაში გენეტიკის საკითხია.
დააკვირდით უფროს ნათესავებს: თუ მათ თვალების ქვეშ კანის მუქი უბნები აქვთ, დიდი ალბათობით, თქვენც გელით მსგავსი ბედი.
როგორ ავიცილოთ თავიდან მუქი წრეები?
ზედა ან ქვედა ქუთუთოს შეშუპების სწრაფად მოსაშორებლად, დაგჭირდებათ არაუმეტეს 10 წუთი.
წყლის გარდა ერთადერთი ინგრედიენტია 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი. ჩვეულებრივი მარილი შეიძლება შეიცვალოს ზღვის მარილით, რომელიც უფრო გამდიდრებულია მინერალებითა და მიკროელემენტებით.
ვიღებთ 2 ჭიქას, მასში ვათავსებთ ნახევარ-ნახევარ ჩაის კოვზ მარილს და ვავსებთ წყლით. პირველი ჭიქაში ვასხამთ ცივ წყალს, მეორში კი ცხელს.
შემდეგ უბრალოდ ბამბის ბალიშებს მონაცვლეობით ვასველებთ ჯერ ცივ, შემდეგ ცხელ წყალში და ვაკეთებთ კომპრესებს თვალის მიდამოში.
მარილიანი ხსნარის გამოყენება ასტიმულირებს მიკროცირკულაციას და ლიმფურ ნაკადს, ხოლო ტემპერატურის ვარდნა შეიძლება გაუტოლდეს კონტრასტული აბაზანას.
თქვენ უნდა დაიწყოთ პროცედურა ცივი კომპრესით. დისკები იცვლება ყოველ 1-2 წუთში. ბოლოს სახე ცივი წყლით უნდა დაიბანოთ.
ეფექტი შესამჩნევი იქნება 7-8 წუთის შემდეგ. პროცედურის დასრულებიდან 30-40 წუთის შემდეგ კი მისი ეფექტი გამოკვეთილი გახდება.
იდეალურ შემთხვევაში, ეს პროცედურა ჩაიტარეთ მწოლიარე მდგომარეობაში.