თუ კბილის აუტანელი ტკივილი გაწუხებს და ექიმთან წასვლას ვერ ახერხებ, გამოიყენე ამ მეთოდებიდან რომელიმე! ის გიშველის!..
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც კბილის ტკივილი არ განუცდია. სამწუხაროდ ეს იმდენად აუტანელი გრძნობაა, რომ ბევრისთვის შეუძლებელია მისი ატანა. ზოგჯერ ისე ხდება, რომ გარკვეული პრობლემების გამო ვერ ვახერხებთ სტომატოლოგთან ვიზიტს, სწორედ ასეთი მომენტების დროს გირჩევთ გამოიყენოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ხალხური საშალებები კბილის ტკივილის შესამცირებლად.
მარილიანი წყალი
მარილიანი წყალი ბუნებრივი სადეზინფექციო და კბილის ტკივილის შესამცირებელი მარტივი და ეფექტური საშუალებაა. თქვენ მხოლოდ უნდა აურიოთ 1/2 ჩ.კ. მარილი ერთ ჭიქა თბილ წყალში და გამოივლოთ პირში. ეს ხსნარი ასევე ხელს უშლის შეშუპებას. სულ რამდენიმე წუთში ტკივილი მოგეხსნებათ.
წყალბადის ზეჟანგი
წყალბადის ზეჟანგი არის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც ეხმარება დისკომფორტის შემცირებას. ის არა მხოლოდ ამცირებს ნადებს, არამედ კურნავს ღრძილების სისხლდენას. ის, ისევე როგორც მარილიანი წყალი, შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პირის ღრუს გამრეცხი საშუალება. ამისათვის შეურიეთ 3% წყალბადის ზეჟანგი წყალს (1:1 თანაფარდობით). არ გადაყლაპოთ, უბრალოდ გამოივლეთ რამდენჯერმე.
მიხაკი ან მიხაკის ზეთი
მიხაკი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა კბილის ტკივილის სამკურნალოდ, რადგან ის შეიცავს ევგენოლს, ბუნებრივ ანტისეპტიკს. საჭიროების შემთხვევაში მოათავსეთ კბილზე ცოტაოდენი დაფქული მიხაკი ან დაღეჭეთ მთლიანი მიხაკი, რომ კბილზე ზეთი მოხვდეს. გარდა ამისა, შეგიძლიათ დაასხათ მიხაკის ზეთი (დაახლოებით 2 წვეთი) დაზიანებულ ადგილზე და დაელოდოთ სანამ ტკივილი არ ჩაცხრება.
ცივი კომპრესა
ცივი კომპრესა ეფექტურია ნებისმიერი ტკივილის დროს. გამოიყენეთ ყინულის პაკეტი ან ჩადეთ ყინული პლასტმასის ჩანთაში, შემოახვიეთ თხელ ქსოვილში და დაიდეთ მტკივნეულ კბილზე 15 წუთის განმავლობაში, სანამ ნერვები არ დაბუჟდება. ამ გზით თქვენ შეამცირებთ ანთებას და შეშუპებას.
ნიორი
ნიორი ფართოდ არის ცნობილი თავისი სამკურნალო თვისებებით. ის კლავს მავნე ბაქტერიებს და მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი. უმჯობესია მისგან პასტის გაკეთება და დაზიანებულ ადგილზე წაისვით ან თუნდაც ნელა დაღეჭოთ. თქვენ შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს მკურნალობა რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ ტკივილი არ გაქრება.
ყურადღება!!
თუ ორსულად ხართ, მეძუძური ხართ ან გაქვთ სპეციფიკური რეაქცია მცენარეულ ინგრედიენტებზე, გირჩევთ, ამ პროდუქტების გამოყენებამდე მიმართოთ თქვენს სტომატოლოგს.