ეს პროდუქტი საიდუმლო იარაღია სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ! მე მას კვირაში ერთხელ ვამზადებ.

იცოდით, რომ სისხლში ჰემოგლობინის გაზრდის საუკეთესო საშუალებაა ქათმის ღვიძლის ჭამა, რადგან მასში ბევრი რკინაა? ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჭარბწონიანები ვერ იკლებენ წონაში, არის სისხლში რკინის ნაკლებობა! გარდა ამისა, ღვიძლი დაბალკალორიულია: 100გრ-ზე მხოლოდ 137 კალორია, ყველას, ვინც დიეტაზეა, რეკომენდებულია მისი მიღება.

რა არის სასარგებლო ქათმის ღვიძლში?

ქათმის ღვიძლი არასდროს მომიმზადებია, ოჯახი რატომღაც არ აფასებდა ამ კერძს. თუმცა ეს იყო ჩემი კატის საყვარელი პროდუქტი! სიამოვნებით ჭამდა და კმაყოფილი ჩანდა.

ქათმის ღვიძლის ღირებულება დიდია, რადგან ის ძალზე ადვილად ითვისება, სწრაფად აძლიერებს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით! ტყუილად არ ურჩევენ პაციენტებს პოსტოპერაციულ პერიოდში, დიდი სისხლის დანაკარგის დროს, გამოიყენონ იგი.

ქათმის ღვიძლის შემადგენლობაში არის ვიტამინები A, C, B6 და B12, ფოლიუმის მჟავა. სპილენძი, თუთია, კალციუმი, მანგანუმი, რკინა, ქრომი - ეს არის კვალი ელემენტები, რომელთა გარეშეც ორგანიზმი ვერ ძლებს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილს შეიცავს ქათმის ღვიძლი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად წარმოუდგენლად სასარგებლოა ღვიძლი: ჰეპარინი მის შემადგენლობაში ახდენს სისხლის შედედების ნორმალიზებას და მიოკარდიუმის ინფარქტის კარგი პროფილაქტიკაა.იგი ასევე აშეიცავს ლიზინს, ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის ათეროსკლეროზის წარმოქმნას. ასევე, მეცნიერთა ბოლოდროინდელი კვლევა ვარაუდობს, რომ ქათმის ღვიძლს აქვს დაავადებული უჯრედების საწინააღმდეგო თვისებები.

როგორ უნდა მოვამზადოთ ქათმის ღვიძლი?

აი, როგორ მოვამზადოთ ქათმის ღვიძლი სწრაფად და გემრიელად!

აიღეთ ტაფა, დადგით გაზქურაზე და ჩაასხით მასში ზეთი. როდესაც ზეთი გაცხელდება დაუმატეთ ნახევარმთვაედ დაჭრილი ხახვი. მოშუშეთ, როდესაც ოქროსფერ ფერს მიიღებს დაუმატეთ ერთი ცალი წვრილ სახეხზე დახეხილი სტაფილო. გააჩერეთ დაახლოებით ორი წუთი, შემდეგ კი დაუმატეთ მწიკვი პილპილი და მარილი. გააჩერეთ კიდევ რამდენიმე წუთი. სტაფილო და ხახვი ფორმას შეიცვლიან, ზომაში შემცირდება და ფერიც უფრო მკვეთრი გახდება, ამ დროს გადმოიტანეთ მასა ცალკე ჭურჭელში. იგივე ტაფაში ჩაასხით ზეთი და ისევ დადგით გაზქურაზე. როდესაც ზეთი გაცხელდება, მასში მოათავსეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ღვიძლი. კარგად მოშუშეთ, მაგრამ არ დაბრაწოთ. ამის შემდეგ ტაფაში დაამატეთ მოშუშული ხახვი და სტაფილო. გააჩერეთ დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი არაჟანი. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. დროდადრო ამოურიეთ.

რამდენიმე წუთში, როდესაც ის მზად იქნება გადმოდგით ტაფა გაზქურიდან და მიირთვით გემრიელად..

როგორ უნდა ავარჩიოთ კარგი ქათმის ღვიძლი?

ღვიძლის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის სიგლუვეს, ელასტიურობას და ბზინვარებას. არასოდეს იყიდოთ მსუბუქი პროდუქტი ლაქებით - ეს იმის ნიშანია, რომ ღვიძლი საყინულეში დიდხანს იდო!

თხოვნა..

ეს არის ქათმის ღვიძლის ჩვენებური რეცეპტი. თუ თქვენ სხვანაერად იცით მისი მომზადება გთხოვთ გაგვიზიაოთ კომენტარებში..

ქათმის ღვიძლის პაშტეტი ასევე გემრიელია , აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება. გაუზიარე ეს ინფორმაცია შენს მეგობრებს, მათ შეიძლება არ შეაფასონ განსაკუთრებული პროდუქტი!

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია