ალბათ ეს ხე ყველას ოჯახშია, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი სარგებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის! 

ალბათ, ბევრმა იცის, რომ ისეთი პოპულარული შიდა მცენარე, როგორიცაა ფულის ხე  იზიდავს წარმატებას, სიმდიდრეს და კეთილდღეობას.

ალბათ ბევრ ჩვენგანს სმენია ფული ხის (ბარაქის ხის) შესახებ, რომელიც სიმდიდრისა და წარმატების სიმბოლოდ მიიჩნევა. იცოდით, რომ გარდა ამისა ეს ლამაზი ხე ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად?

ეს მცენარე არანაირად არ ჩამოუვარდება ალოეს. თუ ჯერ არ გაქვთ ფულის ხე თქვენს ფანჯრის რაფაზე, მაშინ გირჩევთ შეიძინოთ და აუცილებლად იქონიოთ სახლში. ის სრულიად უპრეტენზიო და ადვილად მოსავლელი მცენარეა.

სხვათა შორის, ბევრი ადამიანი ამთკიცებს, რომ ეს მცენარე ჯანმრთელობის მაჩვენებელია. როდესაც ოჯახში ადამიანს აწუხებს რაიმე დაავადება, ეს ხე გრძნობს ამას და ისიც იწყებს ფოთლების ცვენას და გაყვითლებას. ასეთ დროს მცენარე უარყოფით ენერგიას შთანთქავს. და როცა ადამიანი გამოჯანმრთელდება, ფულის ხე ისევ ცოცხლდება.

მოდით უფრო დეტალურად გავეცნოთ თუ რა სარგებლობა მოაქვს ფულის ხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის:

  • მსუბუქი დამწვრობა, ჭრილობები, სისხლჩაქცევები, დაჭიმულობა,

გახეხეთ რამდენიმე ფოთოლი სახეხზე და წაისვით დაზიანებულ ადგილზე. შემდეგ დაამაგრეთ ბინტით. შეცვალეთ ბინტი ყოველ ხუთ საათში.

  • პიელონეფრიტი და ცისტიტი

გახეხეთ ხუთი ცალი ბარაქის ხის ფოთოლი, დაასხით 200 მლ ცხელი წყალი. შემდეგ გააჩერეთ ერთი საათი ოთახის ტემპერატურაზე და ბოლოს გადაწურეთ. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ჭამამდე ოცი წუთით ადრე დღეში ორჯერ.

ყელის ტკივილი დროს

გამოწურეთ ათი ფოთლის წვენი, შეურიეთ 300 მლ თბილ წყალს. გარმიღებული სითხე გამოივლეთ ყელში დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ.

ართრიტი, ართროზი

გამოწურეთ წვენი 13-15 ცალი ბარაქის ხის ფოთლიდან. ღამით,  მიღებული სითხით შეზეთეთ მტკივნეული სახსრები.

ყურადღება:

ფულის ხე შეიცავს დარიშხანს, ამიტომ არ გირჩევთ ბოროტად გამოყენებას, მისგან ნაყენებისა და წვენის მიღების დროს აუცილებელია დოზების მკაცრი დაცვა. გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გაუზიარე მეგობრებს ფულის ხის სასარგებლო თვისებები!

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია