თუ სითხის დაგროვება და ორგანიზმის შეშუპება გაწუხებს, გამოიყენე ეს მეთოდი და სულ რაღაც ერთ კვირაში დაემშვიდობები ამ პრობლემას..

ორგანიზმში სითხის შეკავება უამრავ პრობლემას იწვევს და მეტაბოლიზმის დარღვევაზე მიუთითებს. ნუ უგულებელყოფთ სხეულის ამ სიგნალს, გულუბრყვილოდ გჯერათ, რომ ყველაფერი თავისთავად მოოგვარდება? არა! ამას დროული რეაგირება სჭირდება.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ, თუ როგორ უნდა მოიცილოთ შეშუპება და სითხის დაგროვება დიეტაში მცირე ცვლილებების შეტანით.

როგორ გავათავისუფლოთ ფეხი შეშუპებისგან?

ამისათვის თქვენ უნდა მოამზაოთ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შემდგარი ხალხური რეცეპტი.

ამისათვის საჭირო ინგრედიენტებია:

  • ერთი კონა ოხრახუში
  • ერთი ცალი სტაფილო
  • ერთი ცალი ფორთოხალი
  • 1/4 ლიმონი
  • ერთი სუფრის კოვზი სელის თესლი
  • ცოტა წყალი

როგორ უნდა მოვამზადოთ?

გამოწურეთ წვენი ფორთოხლისა და მეოთხედი ლიმონისგან. ჩაასხით წვენი ბლენდერში. დაამატეთ დაჭრილი სტაფილო, ოხრახუში და სელის თესლი. ინგრედიენტები კარგად ათქვიფეთ ბლენდერში.

მიღება:

მომზადებისთანავე უნდა დალიოთ სასწაული კოქტეილი, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გადაწუროთ. დალიეთ ამ სასმელის 1 ჭიქა დღეში, ნებისმიერ ხელსაყრელ დროს. მთავარია კვებას შორის შესვენება.

ეს სასმელი დაგეხმარებათ არა მხოლოდ შეშუპების მოცილებაში, არამედ ხელს შეუწყობს ზედმეტი ცხიმის წვას! თქვენ თავს უფრო მსუბუქად და ჯანმრთელად იგრძნობთ.

ზოგადი რეკომენდაციები შეშუპებისთვის

მიირთვით ნაკლები მარილიანი საკვები– მარილიანი საკვების მუდმივი გამოყენება იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებას, რაც იწვევს შეშუპებას. ამ პრობლემის მოგვარება საკმაოდ მარტივია: ნაკლები მარილიანი საკვები უნდა მიირთვათ.

წყლის ბალანსის დაცვა– უსიამოვნო შეშუპებისგან თავის დასაღწევად საკმარისია წყლის დალევის მარტივი წესების დაცვა. გამოიყენეთ ჩვენი სპეციალური ცხრილი, რომელიც გეტყვით წყლის დღიურ რაოდენობას თქვენი წონის მიხედვით.

შეავსეთ ორგანიზმში მაგნიუმით– ამ მიკროელემენტის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება. ავოკადო, ისპანახი ან ნატურალური იოგურტი დაგეხმარებათ მაგნიუმის დეფიციტის შევსებაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას! უთხარით თქვენს მეგობრებს ამ ინფორმაციის შესახებ – ისინი მადლობელი იქნებიან.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია