ამ ბუნებრივი საშუალების გამოყენებით, თქვენ ადვილად შეძლებთ თირკმლებიდან კენჭების გამოდევნას!
თირკმელები ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რადგან მათი ფუნქციაა ორგანიზმიდან ტოქსინებისა და ჭარბი მარილების ამოღება.
მათი ფუნქციების შესრულების პროცესში ისინი ბინძურდება. ეს ნალექი შეიძლება იყოს ლორწოვანის, ქვიშისა და ქვების სახით. ამ ორგანოს ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად ის პერიოდულად უნდა გაიწმინდოს.
როგორ მოვიშოროთ თირკმლებში არსებული ქვები? გთავაზობთ ტრადიციული მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გამწმენდ საშუალებას.
ამ საშუალების მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:
- ერთი პატარა კონა ახალი ოხრახუში
- ერთი პატარა კონა ახალი ქინძი
- წყალი
როგორ უნდა მოამზადოთ?
ეს ძალიან მარტივია. ამისათვის თავდაპირველად კარგად უნდა გარეცხოთ მწვანილი გამდინარე წყალში და შემდეგ გააშროთ. შემდეგ წვრილად დაჭერით ქინძი და ოხრახუში, მოათავსეთ მინანქრის თასში. ამის პარალელურად ჩაიდანით აადუღეთ წყალი. როდესაც წყალი ადუღდება დაასხით მწვანილს იმდენი, რომ მთლიანად დაფაროს მწვანილი.
კონტეინერი ჩადეთ წყლის აბაზანაში და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ გადმოდგით თასი ცეცხლიდან, გადაწურეთ და გააცივეთ.
რა რაოდენობით უნდა მივიღოთ?
თქვენს მიერ მომზადებული სასმელი დალიეთ 100 მლ დღეში ერთხელ უზმოზე. შეინახეთ მაცივარში და საჭიროების შემთხვევაში მოამზადეთ ახალი სითხე. 2 დღის შემდეგ შეამჩნევთ, რომ შარდის ფერი შეიცვალა. ეს იმის ნიშანია, რომ წმენდის პროცესი დაიწყო. ამ მკურნალობის წინაპირობაა სასმელის რეჟიმის დაცვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი გაწმენდა დამოუკიდებლად შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ პროფილაქტიკური მიზნით. თუ ქვები და ქვიშა უკვე დიაგნოზირებულია, მკურნალობა უნდა ჩატარდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ორსულ ქალებს ასეთი პროცედურების ჩატარება არ ურჩევენ.
სცადეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ხალხური რეცეპტი წვრილი კენჭების გამოსადევნად და ნახავთ, რომ სულ მალე თქვენი თირკმლები სრულიად სუფთა იქნება.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიმხნევეს..