გამოიყენეთ პიტნა მუხლებს შორის ხრტილის აღსადგენად.. მე ამით გადავირჩინე მუხლები!
ოსტეოართრიტი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. ხრტილები არის დამცავი ფენა, რომელიც განლაგებულია ძვლის ორ ბოლოს შორის და ჩვეულებრივ ხელს უშლის ძვლების ერთმანეთზე დადებას. გარდა ამისა, ხრტილი ერთგვარი ამორტიზატორის როლს ასრულებს, რომელიც დატვირთვას თანაბრად ანაწილებს სახსარზე. ხრტილი შეიძლება დაზიანდეს ან გაქრეს ცვეთის, არასწორი დატვირთვისა და სხვა მიზეზების გამო. ხრტილის გაქრობისა ან გაცვეთის შემდეგ ხდება ძვლების ერთმანეთზე შეხება. ეს პროცესი ძალიან მტკივნეულია. ამის ფონზე ადამიანს უჭირს მოძრაობა და გადაადგილება.
სახსრების ტკივილი თითქმის ყველა ადამიანისთვის ნაცნობია. თუმცა ყველა არ თვლის საჭიროდ სპეციალისტთან მივიდეს და ამიტომ მიმართავენ ხალხურ და ბუნებრივ მეთოდებს.
ასეთი მეთოდები უამრავია, ყველა მათგანი მიზნად ისახავს ტკივილის შემცირებას და პათოლოგიური პროცესების პრევენციას. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს, რომელიც მზადდება პიტნის დახმარებით.
ამ წამლის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
- ერთი სუფრის კოვზი სალვია,
- ერთი სუფრის კოვზი პიტნა,
- ერთი ჩაის კოვზი როზმარინი,
- ერთი ჩაის კოვზი ბეგქონდარა და
- ერთი ლიტრი წყალი.
როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ აღნიშნული ნარევი?
ქვაბში ჩაასხით წყალი და დადგით გაზქურაზე. როდესაც წყალი დუღილს დაიწყებს, დაამატეთ წყალში ბეგქონდარა, როზმარინი სალვია და პიტნა. ეს მცენარეები გააჩერეთ წყალში ხუთი წუთის განმავლობაში, დროის გასვლის შემდეგ ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ თხუთმეტი წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. მიღებული ნარევი შეინახეთ მაცივარში. შეგიძლიათ დაამატოთ მას ნატურალური თაფლი, რა თქმა უნდა ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენს მიერ მომზადებული სასმელი?
მიღებული სასმელი დალიეთ დღეში ერთ ან 2-ჯერ, დილით და ძილის წინ.
თქვენ ეს მკურნალობა უნდა გააგრძელოთ ზედიზედ დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში, რომ სასმელმა მოასწროს მოქმედება.
ინფორმაცია მოწოდებულია საინფორმაციო მიზნებისთვის. ნებისმიერი რჩევის, რეცეპტის ან ტრადიციული მედიცინის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თვითმკურნალობა შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის!
გისურვებთ ჯანმრთელობას!