მარწყვის და საზამთროს კოქტეილი-არეგულირებს წნევას, ასუფთავებს თირკმელებს და აუმჯობესებს მხედველობას.
საზამთრო შესანიშნავი ანტიოქსიდანტია!
რა შეიძლება ამაზე უკეთესი იყოს, ვიდრე საზამთროს და მარწყვის კოქტეილი?
საზამთრო მდიდარია B6, B1 ვიტამინებით და მაგნიუმით, რაც ენერგიის გამომუშავებისთვის აუცილებელია. იგი ასევე შეიცავს მეტ ბეტა-კაროტინს, ვიდრე სტაფილო, რაც მას წარმოადგენს მაკულარული დეგენერაციისგან დასაცავად და ბადურის გასამაგრებლად შესანიშნავ საშუალებად. საზამთრო ასევე ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა და, შესაბამისად, ხელს უწყობს შარდის ნაკადის გაზრდას.
უფრო მეტიც, საზამთრო ასევე სასარგებლოა, თუ გსურთ არტერიული წნევის დაწევა.
მარწყვი შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, დიდი რაოდენობით C, ე და ბ ჯგუფის ვიტამინებს, რკინას და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სხვა ნივთიერებებს. კვების რაციონში ყოველდღიურად მარწყვის ჩართვა მნიშვნელოვნად შეამცირებს ზემოთ ხსენებულ პრობლემათა რისკს. ამ კენკრაში შემავალი უჯერი მჟავები საგრძნობლად ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის შემცველობას.
ინგრედიენტები:
4 თეფში საზამთრო
1 თეფში მარწყვი
1 გაწმენდილი ლაიმი
კოჭას ღერო 25 სმ.
მომზადების წესი:
ზემოხსენებული ყველა ინგრედიენტი დაამატეთ წვენსაწურში, ან სხვაგვარად შეგიძლიათ ბლენდერში შეურიოთ და გაწუროთ. დაამატეთ ყინულის კუბიკები, რომ სასმელი კიდევ უფრო გაცივდეს! მიირთვით ყოვლდღე.















