ნატურალური ბალზამი თქვენი იმუნიტეტის ასამაღლებლად!
ამ სასმელის მიღება შეგიძლიათ დაღლილობის წინააღმდეგ, ოპერაციების შემდგომ ეტაპზე, ან იმუნიტეტის ასამაღლებლად.
მომზადება იყოფა სამ ნაწილად
1 ნაწილი
3ს/კ შვრიას და 1ს/კ ხორბალს
დავასხათ 1 ლიტრი გადადეღებული,გრილი წყალი და გავაჩეროთ მთელი ღამის განმავლობაში.დილით დავადგათ ქურაზე და ვადუღოთ 30 წუთის განმავლობაში.
ადუღების დასრულებამდე 10 წუთით ადრე ჩავუმატოთ 2 მუჭა ვაშლის ჩირი და 1ს/კ ასკილი გავაჩეროთ 1 საათი.
2 ნაწილი
3ს/კ ქიშმიშს და იმავე რაოდენობის გახეხილ ტოპინამბურს(მიწავაშლა) დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ 1 საათი.
3 ნაწილი
ერთმანეთში ავურიოთ დაქუცმაცებული ტყის მარწყვი და კენკროვანი ხილი, ორეგანო,გვირილა, უკვდავა, კრაზანას ბალახი, კალენდულა, არყის ხის ფოთლები, მრავალძაღვა,და ამოვიღოთ მთლიანი მასიდან 1ს/კ მასა და დავასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი და გავაჩეროთ 30-40 წუთი. როდესაც სამივე ნაყენი მზად იქნება გადავასხათ ერთ ჭურჭელში და გადავწუროთ.
ყოველდღიური დოზა შეადგენს 70-100მლ, ჭიქაში ჩავასხათ ნაყენი და დავუმატოთ 1/3 ადუღებული წყალი. შეგვიძლია მივიღოთ ჭამადე 15 წუთით ადრე, 1 თვის განმავლობაში, შემდგომ 10 დღე შევისვენოთ და და ისევ გავაგრძელოთ.
ბალზამის მიღება შეგვიძლია ღვიძლის , თირკმელების, კუჭ-ნაწლავის, ოსტეოპოროზის, მოტეხილობის,ათეროსკლეროზის, ჰიპერტონული დაავადებების დროს. ასევე,აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, ნერვულ სისტემას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და რა თქმა უნდა ტონუსში მოჰყავს მთლიანი სხეული.















