სისხლძარღვების დაავადებები საკმაოდ ბევრს აწუხებს. მაგრამ, როგორც ვიცით, დაავადების პრევენცია მის მკურნალობაზე ბევრად უფრო მარტივია. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და ეფექტურ რეცეპტს სისხლძარღვების გაწმენდისთვის.
1. სისხლძარღვების ელასტიურობისთვის, აურიეთ ერთმანეთს 1 ჩ/კ ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ მზესუმზირის ზეთი და დალიეთ მიღებული მასა უზმოზე. მკურნალობის კურსი– 10 დღე. ან 3/4 ჭიქა ანადუღარ, თბილ წყალში დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი. დალიეთ ნარევი ძილის წინ 10 დღის განმავლობაში.
2. სისხლძარღვების გაწმენდისთვის, ხორცსაკეპ მანქანაში 2 საშუალო ზომის ლიმონი გაატარეთ, დაამატეთ 2 ს/კ თაფლი, კარგად აურიეთ და 24 საათის განმავლობაში მინის ქილაში, ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. მიიღეთ ნარევის 2–3 ჩ/კ დღეში, ჭამის წინ, ან ჩაის მიაყოლეთ.
აღსანიშნავია, რომ სისხლძარღვების გაწმენდა საჭიროა არა მოლოდ ათეროსკლეროზის ან ჰიპერტონიის დროს. ხშირად ქრონიკული დაღლილობა, თავის ტკივილები და ზოგჯერ ზედმეტი წონაც კი, სისხლძარღვების გაწმენდის აუცილებლობაზე მეტყველებს.