ლავანდა– ეს არომატული მცენარე უძველესი დროიდან უნივერსალურ სამკურნალო მცენარედ ითვლება. ცნობილია, რომ ის კარგი ანტიდეპრესანტი არის, მაგრამ როგორ გამოვიყენოთ ლავანდა თავის ტკივილის და დაღლილობის დროს?

ლიმონათი ლავანდით:

ინგრედიენტები:
1,5 ლიტრი წყალი
100 მილიგრამი თაფლი
5 ლიმონის წვენი
ლავანდის ეთერზეთის 1 წვეთი, ან ლავანდის გამხმარი ყვავივილების 3 ს/კ

მომზადების წესი:
1. თუ ლავანდის ზეთს იყენებთ, უბრალოდ აურიეთ ერთმანეთს მითითებული ინგრედიენტები. მიღებული სასმელი რამდენიმე საათით მაცივარში ჩადეთ. შეგიძლიათ თაფლი, ან წყალი დაამატოთ.

2. ლავანდის ყვავილების გამოყენების შემთხვევაში, ისინი წყალში ჩაყარეთ და აადუღეთ. ადუღების შემდეგ ყვავილები ნელ ცეცხლზე რამდენიმე წუთის განმავლობაში მოხარშეთ. შემდეგ კი, სასმელს თავსახური დააფარეთ და ერთი საათით დატოვეთ. 1 საათის შემდეგ, ნარევი გადაწურეთ და მასში ლიმონის წვენი და თაფლი დაამატეთ. სასმელი დოქში გადაასხით და 30 წუთით მაცივარში ჩადეთ.

ლიმონათი ცივი უნდა იყოს. შეგიძლიათ ყინულიც დაამატოთ. თავის ტკივილების დროს ასევე იღებენ აბაზანებს ლავანდის ზეთით, ან მას მასაჟის დროს იყენებებენ. კარგი განწყობა და სიმშვიდე გარანტირებული გაქვთ.

Facebook კომენტარები