ხახვი ნატურალური მკურნალია. ის ანტიბიოტიკია და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.
ხახვის ანტიბიოტიკური და ანტისეპტიკური ძალა გოგირდშია დამალული. ამ უკანასკნელს კი ხახვი ბლომად შეიცავს. ასევე ის ანტიოქსიდანტი ქერცეტინით არის მდიდარი.

ხახვის წვენი ამოსახველებელი საშუალებაა. ის კარგია ქოლესტერინის დონისთვის, გულისთვის, ართრიტისთვის, დიაბეტისთვის.

ხახვის გამოყენების საინტერესო გზები

• გულმკერდის ჰიპერემია- აურიეთ ხახვი ქოქოსის ზეთს. დაიზილეთ გულ-მკერდი ამ ნარევით და დაიფარეთ ის პირსახოცით, შემდეგ კი მაისური ჩაიცვით.

• კოლიკა – ინდიელების რეცეპტი ბავშვებისთვის, ვისაც კოლიკა აქვთ. კუბიკებად დაჭრილი ყვითელი ხახვი წყალში მოათავსეთ. აადუღეთ. შემდეგ კი გააციეთ. ერთი ჩ/კ ეს ნარევი მიეცით ბავშვს ყოველ საათში.

• ყურის ტკივილი/ინფექცია – დაჭერით ხახვი და ჩადეთ წინდაში. შეკარით წინდა. მტკივნეულ ყურთან დაიდეთ და შეიხვიეთ თავი/ყური/წინდა შესახვევით. მოიშორეთ, როცა ტკივილი გაგივლით.

• ჭრილობა – ხახვის კანს შეუძლია ჭრილობისგან წამოსული სისხლი შეაჩეროს. ის ასევე მოქმედებს, როგორც ანტისეპტიკური საშუალება.

• ხველა – გათალეთ დიდი ხახვი და გაჭერით შუაზე. დააყარეთ 1 ს/კ ყავისფერი შაქარი და გააჩერეთ ერთი საათით სახეზე. ეს უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ.

• სიცხე – ხახვი დაჭერით. დაიზილეთ ფეხის გულები ქოქოსის ზეთით. ხახვის პატარა ნაჭერი დაიდეთ ფეხზე და შეიხვიეთ წებოვანი შესახვევით. ჩაიცვით წინდები და დაიტოვეთ მთელი ღამით.

• ჰაერის გაწმენდა – დადეთ ხახვის ნაჭრები თეფშზე. თქვენი სახლი გაიწმინდება ვირუსებისა და ბაქტერიებისგან.

• ღებინება – გახეხეთ 1 თეთრი ან ყვითელი ხახვი. დოლბანდით გამოწურეთ მისი წვენი. აადუღეთ პიტნის ჩაი.
გააციეთ. დალიეთ 2 ჩ/კ ხახვის წვენი, 5 წუთის შემდეგ დალიეთ 2 ჩ/კ ცივი პიტნის ჩაი და 5 წუთი დაელოდეთ. გაიმეორეთ მანამდე სანამ სიმპტომები აღარ გექნებათ. ღებინება 15 წუთის განმავლობაში უნდა შეწყდეს.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია