იცოდით, რომ ლიმონს ადრე ინდურ ვაშლს უწოდებდნენ? ჩვენს სამზარეულოებში ის ალექსანდრე მაკედონელის დამსახურებით მოხვდა. ეს ნაყოფი უძველესი დროიდან სამკურნალოდ გამოიყენება.
ლიმონიც და დარიჩინიც არა მარტო მედიცინაში, არამედ კოსმეტოლოგიაში და კულინარიაშიც საკმაოდ გამოყენებადი პროდუქტებია, ისინი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავენ და ორგანიზმს ყველა საჭირო კომპონენტით ამარაგებენ.

ჩვენ გთავაზობთ ლიმონისა და დარიჩინის გამოყენების მეთოდებს, ყურადღებით წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ ეს რჩევები:

1. აკნეს მკურნალობა
აიღეთ 1 ჩ/კ დარიჩინი და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. შედეგად მიიღებთ ფაფისებურ მასას, რომელიც ეფექტურად ებრძვის აკნეს, მას გააჩნია ანტიბაქტერიალური თვისებები. წაისვით პრობლემურ ადგილზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

2. ართრიტის მკურნალობა
უამრავი ადამიანი იტანჯება ართრიტით. თუ დაგღალათ ყოველდღიურმა სახსრების ტკივილმა, მაშინ ამ საშუალებით შეძლებთ მდგომარეობის შემსუბუქებას: 1 ჭ წყალში დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი, 2 ჩ/კ დარიჩინი და ლიმონის ნაჭერი. ეს სასმელი მიირთვით ყოველ დილით უზმოზე.

3. გახდომა
თუ გსურთ ზედმეტი კილოგრამების მოშრება, არ ღირს ხელოვნური საშუალებების გამოყენება. ლიმონის წვენი კარგად წვავს ცხიმებს, დარიჩინი კი აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს. დაუმატეთ 1 ჩ/კ დარიჩინი და 2 ჩ/კ ლიმონის წვენი 1 ჭ მწვანე ჩაის. ეს ჩაი უნდა მიიღოთ დღეში 2-ჯერ დილით და საღამოს.

4. გაციება და ხველება

ლიმონის წვენი შესანიშნავი ანტისეპტიკია, დარიჩინი კი აქტიურად ებრძვის ინფექციებსა და ვირუსებს. ამ ორი კომპონენტის კომბინაცია ეფექტური შედეგის გარანტია! უბრალოდ დაუმატეთ ჩაის ლიმონის წვენი, დარჩინი და თაფლი. (ჩაი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი)

5. გაახალგაზრდავება
ყოველთვის მიმზიდველი რომ იყოთ, სულაც არაა საჭირო უამრავი ფულის ფლანგვა. გამოიყენეთ ლიმონი და დარიჩინი! აურიეთ 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი, მწიკვი დარიჩინი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. მსუბუქი მასაჟით შეიზილეთ მასა სახეზე, გაიჩერეთ 5 წუთით და ჩამოიბანეთ რომელიმე მცენარის ნაყენით. გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ.

იზრუნეთ საკუთარ თავზე და გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები ჯანმრთელობის და სილამაზისთვის!

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია