დროსთან ერთად სისხლძარღვები კარგავენ ელასტიკურობასა და მოქნილობას. მათ კედლებზე კი ათეროსკლეროზი წარმოიშობა. თავის ხშირი ტკივილი, ინფარქტი, ინსულტიც კი შეიძლება გამოიწვიო ამან.
ჩვენ შემოგთავაზებთ სისხლძარღვების გაწმენდის ხალხური რეცეპტს.
რეცეპტი ნივრითა და ლიმონით
ნივრის ერთ-ერთი მთავარი თვისება ათეროსკლეროზის შეჩერებაა.
ლიმონის შემადგენლობაში კი უამრავი მინერალი, ეთერზეთი, პექტინი, ორგანული მჟავა, ფლავონოიდი შედის.
ინგრედიენტები
• 6 ლიმონი
• 30 კბილი ნივრის
• 1 ლ წყალი
მომზადება
1. გარეცხეთ ლიმონი. ნიორი გაწმინდეთ. ეს ორი პროდუქტი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
2. მასა ქვაბში მოათავსეთ, დაასხით წყალი და შედგით ცეცხლზე.
3. მიიყვანეთ ადუღების მდგომარეობამდე, მაგრამ არ აადუღეთ. გააციეთ და შედგით მაცივარში.
4. 3 კვირის განმავლობაში ყოველდღე 50 მლ სვით. ერთი კვირა შეისვენეთ და შემდეგ კვლავ გაიმეორეთ 3-კვირიანი კურსი. პროფილაქტიკის მიზნით, ეს პროცესი წელიწადში 2-ჯერ უნდა გაიმეოროთ.
ეს სასმელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, იმუნიტეტს. ის მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი. მას აქვს უკუჩვენებაც ორსულებისთვის, მეძუძურებისთვის, ეპილეფსიით დაავადებულებებისთვის. ასევე ის არ შეიძლება იმათთვის, ვინც რომელიმე ინგრედიენტზე არის ალერგიული ან აქვს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება