გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩვეულებრივ სუფრის მარილს შეუძლია თქვენი თმა გააჯანსაღოს და ბზინვარება მიანიჭოს მას. მარილი ეფექტურად ებრძის გაყოფილ ბოლოებს, თმის ცხიმიანობასა და ცვენას. ის აძლიერებს თმის სტრუქტურას და საოცრად რბილს ხდის მას.
აღსანიშნავია, რომ თქვენ არანაირი ნიღბის მომზადება არ დაგჭირდებათ. უბრალოდ აიღეთ შამპუნი და ჩაყარეთ მასში 1 ჩაის კოვზი მარილი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზედმეტი მარილი არ მოგივიდეთ. მარილიანი შამპუნით თმა კვირაში 3-ჯერ დაიბანეთ. თუ უფრო ხშირად გამოიყენებთ, მარილი თმას გამოგიშრობთ. უმჯობესია, თუ შამპუნის ჩამობანვის შემდეგ თმის ბალზამს გამოიყენებთ.
ძლიერ, ბზინვარე და ფაფუკ თმას რამდენიმე დაბანის შემდეგ აუცილებლად მიიღებთ.