ხახვი რომ სასარგებლო პროდუქტია ეს ყველამ იცის, მაგრამ გარდა შიგთავსისა არანაკლებ სასარგებლოა ხახვის ფურცლებიც. გთავაზობთ მიზეზებს, რის გამოც ხახვის ფურცელი არასდროს არ უნდა გადაყაროთ.

საკვების საღებავი – ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ დიასახლისების გარვეული ნაწილი სააღდგომო კვერცხს ხახვის ფოთლებით ღებავს. ეს ძალიან ეფექტურ და ლამაზ ფერს სძენს კვერცხს.

იდეალურია თმისთვის – ხახვის ფურცლების ნახარში თმას ამაგრებს, ამ ხერხს უკვე ბევრმა ქალმა მიმართა. ეფექტური და საიმედოა.

ბრონქიტის დროს – ხახვის ფოთლებს დაასხით ადუღებული წყალი და ნაყენი 15 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. დაასველეთ მასში საფენი და ეს კომპრესი დღეში 3-ჯერ ნახევარი საათით გულმკერდზე დაიფინეთ.

თირკმელების დაავადებების დროს – 3 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფურცლებს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი. 30 წუთში წამალი მზად იქნება. მიღების წესი: 1 ს/კ დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ.

კანის დაავადებების დროს – დაქუცმაცებული ფურცლები ვაზელინს 2:3 პროპორციით შეურიეთ და მიღებული მალამო დღეში 2-ჯერ დაზიანებულ ადგილას წაისვით. მალამო მაცივარში შეინახეთ.

ფეხის მასაჟისთვის – თუ დაქუცმაცებულ ფურცლებს 2 ს/კ ზეითუნის ზეთს შეურევთ და ასე 10 განმავლობაში გააჩერებთ მიიღებთ ნაზავს, რომელიც ფეხის მასაჟის დროს უნდა გამოიყენოთ.

გრიპის დროს – 4 ს/კ დაქუცმაცებული ფურცლები ჩაყარეთ 3-5 წუთით ადუღებულ წყალში და მიღებული ნაზავი შეისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად, ეს დაგეხმარებათ, რომ გრიპის დროს ნორმალურად ისუნთქოთ.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია