გამოდევნეთ ორგანიზმიდან ტოქსინები, მოიშორეთ მუცელი და მოიკალით შიმშილის გრძნობა ამ ჯანსაღი სასმელის საშუალებით.
დეტოქსიკაციის ეფექტის მქონე ეს სამი სასმელი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.
ბრტყელი მუცლის მისაღები წყლის რეცეპტი
ინგრედიენტები:
ნახევარი ლიტრი ყინულიანი წყალი
კიტრის ნაჭრები
პიტნის ფოთლები
½ დაჭრილი ლიმონი
¼ დაჭრილი ფორთოხალი
როგორ მუშაობს ეს რეცეპტი:
– პიტნა კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და ამცირებს მუცლის ღრუს სპაზმებს;
– კიტრს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ამცირებს შარდის შეკავების პროცესს;
– ციტრუსოვანი მჟავის მეშვეობით, ლიმონი წმენდს საჭმლის მომნელებელ სისტემას.
მთელი დღის განმავლობაში, თუ ჰიდრატირებული ხართ, შეგიძლიათ სასმელი წყალი ამ სითხით ჩაანაცვლოთ. წყლის 2-3-ჯერ დამატების შემდეგ, ხილი გამოცვალეთ.
სითხე მადის კონტროლისთვის
ინგრედიენტები:
ნახევარი ლიტრი ყინულიანი წყალი
პიტნის ფოთლები
1 დაჭრილი მარწყვი
½ დაჭრილი ლიმონი
¼ ს/კ დარიჩინი
¼ დაჭრილი ვაშლი
როგორ მუშაობს ეს რეცეპტი:
– პიტნა აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და ამცირებს მუცლის ღრუს სპაზმებს;
– მარწყვს აქვს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი და ებრძვის კანცეროგენულ ფაქტორებს;
– ლიმონი შველის ყაბზობას;
– დარიჩინი სისხლში შაქრის დონეს აბალანსებს. ეს შაქრის მოთხოვნილებას ამცირებს, ასე რომ ნაკლებს მიირთმევთ და აკონტროლებთ კალორიების მიღებას;
– ვაშლი იცავს და ამაგრებს კბილებსა და ძვლებს. ასევე, ეფექტურია ჭრილობის მოკლე დროში შეხორცებისთვის.
ყოველდღიური გამწმენდი სითხე ორგანიზმისთვის
ინგრედიენტები:
1-2 ლიტრი გაყინული წყალი (გააჩნია, რამდენად ძლიერი გემო გინდათ, რომ ჰქონდეს თქვენს წყალს)
საზამთროსა და კიტრის ნაჭრები
1 ცალი ლიმონი
პიტნის, დაახლოებით, 10-13 ფოთოლი.
როგორ მუშაობს ეს რეცეპტი:
– პიტნა აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და ამცირებს მუცლის ღრუს სპაზმებს;
– ლიმონი ასტიმულირებს ნაღველის გამომუშავებას და ათხელებს მას.
– საზამთრო (ან კიტრი) შეიცავს ორგანულ ნარევს, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის.