10 მარტივი და უნიკალური მეთოდი საცხობი სოდის გამოყენებით

საცხობი სოდა არის ქიმიური ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება ნატრიუმისა და ბიკარბონატის იონისგან. ეს არის თეთრი კრისტალური მყარი ნივთიერება, გარეგნულად ჰგავს თეთრ ფხვნილს. საცხობი სოდა არა მხოლოდ ნამცხვრების შეუცვლელი ინგრედიენტია, არამედ ის არის ძალიან სასარგებლო პროდუქტი კანისა და სახის მოვლისთვის.

ამ სტატიაში გაეცნობით მცირე პრობლემების ჩამონათვალს, რომლის მოგვარებაც სოდას შეუძლია

კბილების გათეთრება:

საცხობი სოდის დახმარებით შეგიძლიათ კბილები გაითეთროთ ერთი ტონით.ამისათვის პატარა ჭურჭელში ჩაასხით 1 ჩ/კ ლიმონის წვენი ან წყალი და დაამატეთ ½ ჩ/კ სოდა. აურიეთ კარგად, რომ მიიღოთ პასტის მსგავსი ნივთიერება. გაიხეხეთ კბილები მიღებული ნარევით. ეს პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ. ამ ნარევის გადაჭარბებული გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან შეიძლება გამოიწვიოს კბილის ემალის დაზიანება.

პირის ღრუს გამაგრილებელი საშუალება:

ერთმანეთში აურიეთ 1 ჭიქა თბილი წყალი და ½ ჩ/კ საცხობი სოდა. მიღებული ხსნარი გამოივლეთ პირში.  ეს საშუალება დაგეხმარებათ სწრაფად და მარტივად გაისუფთავოთ პირის ღრუ.

გააკეთეთ კბილის პასტა:

1 ჩ/კ სოდა, ½ ჩ/კ  ზღვის მარილი, 1 წვეთი პიტნის ან მიხაკის ზეთი და 2-3 წვეთი წყალი. აურიეთ ყველა ინგრედიენტები ერთმანეთს. მიიღებთ პასტის მსგავსს მასას. მიღებული ნარევი მოათავსეთ სასურველ კოლოფში და გამოიყენეთ კბილის პასტის ნაცვლად.

აქერცლილი კანის მოშორება სახიდან:

აიღეთ 1 ჩ/კ სოდა. მცირე რაოდენობით წყალი.  ვიტამინი E ზეთი (ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა ეთერზეთი). შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, რომ მიიღოთ  პასტა. დაიბანეთ სახე  საპნით. წაისვით ნარევი სახეზე თხელ ფენად და ნაზად შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. მასაჟის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და პირსახოცით გაიშრეთ. ბოლოს გამოიყენეთ კანის ნებისმიერი მატონიზირებელი საშუალება.

დეოდორანტი:

შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა 2-3 წვეთ წყალს. მიიღებთ სქელ მასას. ამიტომ საჭიროებისამებრ დაამატეთ წყალი. წაისვით მიღებული მასა წინასწარ დაბანილ იღლიებში. გააჩერეთ 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

პირის ღრუს წყლულების მკურნალობა:

დაიბანეთ პირის ღრუ სოდისა და წყლის თხევადი ხსნარით.

მუქი ლაქების აღმოფხვრა:

აიღეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა და 1 პატარა გახეხილი კარტოფილის წვენი.კარგად აურიეთ ორი ინგრედიენტი საშუალო კონსისტენციის მიღებამდე. წაისვით ნარევი კანის მუქ ადგილებში, როგორიცაა იდაყვი და მუხლი.გაიჩერეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ  გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.

თვალის შეშუპების მკურნალობა:

შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა ცოტა თბილ წყალა ან ჩაის. ბამბის დისკი დაასველეთ მიღებულ ხსნარში და დაიდეთ თვალის შეშუპებულ ადგილას. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე წყლით. ბოლოს წაისვით დამატენიანებელი კრემი. პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე.

მწერების ნაკბენის და კანის ქავილის სამკურნალო საშუალებები:

შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი საცხობი სოდა რამდენიმე წვეთ წყალს, მიიღებთ გლუვ მასას. მიღებული მასა წაისვით დაზიანებულ ადგილას, გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

სხეულში ჩაზრდილი თმის მოსაცილებელი:

დაზარალებული ადგილი დაიმუშავეთ ზეთისხილის ან აბუსალათინის ზეთით. ახლა გააკეთეთ სქელი, გლუვი სოდის პასტა რამდენიმე წვეთი წყლით და დაფარეთ ის ადგილი, სადაც გსურთ ამოიღოთ ჩაბრუნებული თმები. მსუბუქად შეიზილეთ და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.ეს საშუალება დაარბილებს ჩაზრდილ თმას. ახლა კი ამოიღეთ თმა პინცეტით.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია