ლიმონის გამოყენების 7 დაუჯერებელი გზა, რომელიც აქამდე არ იცოდით

ლიმონი ერთ-ერთი გავრცელებული ციტრუსია. იგი მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გარდა ლიმონის წვენის პოპულარული სამკურნალო თვისებებისა, მისი ყვითელი ან მწვანე გარე გარსის უგულებელყოფაც არ შეიძლება. ის ითვლება სილამაზია და სისუფთავის საშუალებად, რომელიც არასდროს არ უნდა გადააგდოთ.

უნდა იცოდეთ, რომ ქერქი ასევე ძალიან სასარგებლოა, მას აქვს 10-ჯერ მეტი ვიტამინი, ვიდრე წვენს, მას ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, ამიტომ აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

ლიმონის გამოყენების საუკეთესო მეტოდები:

ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ახდენს დეტოქსიკაციურ მოქმედებას ორგანიზმზე.

ლიმონის კანი, ყოველგვარი ქიმიური ნივთიერებების გარეშე, არის ანტიოქსიდანტების წყარო, განსაკუთრებით თეთრი კანი, რომელიც ციტრუსს აკრავს. ისინი მდიდარია ფლავანოიდებით, რომლებიც ახდენენ ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას და ძალიან ეფექტურია, როგორც ბუნებრივი საწმენდები.

ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

სულ რამოდენიმე წვეთ ლიმონის წვენს თუ დაამატებთ ჩაიში ან უბრალოდ თბილ წყალში, შეუძლია 20-25 წუთის განმავლობაშ მოგიხსნათ თავის ტკივილი, კბილის ტკივილი და მენსტრუაციული ტკივილიც კი.

არბილებს იდაყვის მშრალ კანს

გახეხილი ლიმონის კანი შეურიეთ 1 ჩაის კოვზ სოდასა და რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენს, შხაპის შემდეგ წაისვით იდაყვებსა და ფეხებზე.

სხეულის აქერცვლა

შეურიეთ ნახევარი ჭიქა შაქარი წვრილად გახეხილ ლიმონის კანს, დაამატეთ 1/8 ჭიქა ზეითუნის ზეთი და თქვენი ბუნებრივი სკრაბი მზად არის. მიღებული ნარევი წაისვით სხეულის აქერცლილ ადგილებში, გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მეჭეჭების მოსაშორებელი საშუალება.

თუ ყოველ დილით და საღამოს წაისვამთ ლიმონს კონკრეტულ ადგილებზე, საბოლოო ჯამში მეჭეჭები თავისთავად გაქრებიან.

აძლიერებს სარეცხი ფხვნილის მოქმედებას.

გაწურეთ 1 ლიმონი და დაუმატეთ ის რეცხვისას სარეცხ ფხვნილს, დარწმუნდებით, რომ ამ მეთოდს შესანიშნავი ეფექტი აქვს, გარდა სისუფთავისა, ის სასიამოვნო არომატსაც მისცემს სარეცხს.

აქრობს მაცივარში უსიამოვნო სუნს.

ბამბის დისკი დაასველეთ ლიმონის წვენში და დადეთ მაცივრის კუთხეში. რამდენიმე საათში უსიამოვნო სუნი უკვალოდ გაქრება.

Facebook კომენტარები