ქუსლები აღარ აგექერცლებათ – ეს მარტივი საშუალება სამოდამოდ აქრობს ქუსლის დახეთქვის რისკს

მთელი დღის განმავლობაში ალბათ ხშირად გვიწევს ფეხზე დგომა ან სიარული. ამის გამო მთელი ჩვენი სხეულის სიმზიმე გადადის ქუსლებზე, რის შედეგადაც შეიძლება გაგვიჩნდეს ქუსლებზე ბზარები, რაც არა მარტო არაესთეტიურად გამოიყურება, არამედ ინფექციის შეჭრისა და გავრცელების საშიშროებასაც ქმნის. 

გაბზარული ქუსლების მიზეზები

დაბზარული ქუსლების მიზეზები მრავალფეროვანია. ხშირად ისინი წარმოიქმნება ფეხების მშრალი კანის გამო. ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივად აქვს ძალიან მშრალი კანი, ზოგი კი განიცდის გარე გავლენას, მაგალითად, სიცივეს. გაბზარული ქუსლების სხვა გამომწვევი მიზეზების მშრალი ჰაერი, ფეხის არაადეკვატური მოვლა, დაუბალანსებელი კვება, ასაკი, არასწორი ფეხსაცმელის ტარება, ჭარბი წონა და მისკენ მიდრეკილება, რომელიც ხელს უწყობს გახეთქილი ქუსლების განვითარებას.
დაბზარული ქუსლების შემთხვევების უმეტესობა სახლში მკურნალობას ექვემდებარება. მაგრამ თუ დროული ჩარევა არ მოხდა, შეიძლება ის გართულდეს და უბრალო სახლის ბუნებრივმა საშუალებებმა აღარ უშველოს და ექიმის ჩრევა გახდეს საჭირო.
გაბზარულ ქუსლებზე მკვდარი კანისა და ბაქტერიების მოსაშორებლად არსებობს ერთი ბუნებრივი მეთოდი, რომლის დამზადებაც თქვენი ხელებით შეგიძლიათ. ეს საშუალება ასევე აქრობს სოკოებსა და მიკრობებს. 

ამ წამლის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ლისტერინი ( ან თქვენი საყვარელი პირის სავლები)
  • 1 ჭიქა თეთრი ან ვაშლის ძმარი
  • 2 ჭიქა თბილი წყალი

როგორ მოვამზადოთ აღნიშნული წამალი?

თავდაპირველად პატარა თასში მოათავსეთ ლისტერინი. შემდეგ დაამატეთ 1 ჭიქა ვაშლის ძმარი და 2 ჭიქა თბილი წყალი. ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში კარგად, სასურველია  ხის კოვზით. მიღებულ ნარევში მოათავსეთ გაუხეშებული ქუსლები დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ამოიღეთ ფეხები სითხიდან და დაელოდეთ მის შეშრობას. ეს პროცედურა საკმაოდ მარტივია, თუმცა მისი ჩატარების შემდეგ ცოტახნით თქვენმა ფეხმა შეიძლება ლურჯი შეფერილობა მიიღოს, თუმცა ეს ბუნებრივია და არ არის საშიში. ამ უპრობლემო ეფექტის გავლის შემდეგ თქვენი ქუსლის კანი ახალივით იქნება.

 

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია