ამის წაკითხვის შემდეგ კვერცხის ნაჭუჭის ღუმელში შესადებად გაიქცევით – საოცარი რეცეპტი

როგორც ვიცით, კალციუმის ნაკლებობა ადამიანების უმეტესობას ხშირად აღენიშნება. ეს იწვევს ძვლების სისუსტეს, კბილების მერყეობას, მტვრევადი ფრჩხილების ეფექტს და ზოგადად კალციუმის დეფიციტის სიმპტომები საკმაოდ არასასიამოვნოა.

როდესაც საუზმის დროს კვერცხს იმზადებენ ადამიანები, ამ პროდუქტის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, ანუ ნაჭუჭს აგდებენ, რომელიც კვერცხის 90% კალციუმს შეიცავს.

  • კვერცხის ნაჭუჭები დაახლოებით 90 პროცენტიანი კალციუმისგან შედგება . ეს მინერალი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულისთვის, რადგან ის საჭიროა ძვლის მეტაბოლიზმისთვის. კალციუმი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის, თირკმლებისა და ფილტვების გამართულ მუშაობაში. 
  • მაგრამ რაც მთავარია, კალციუმი მნიშვნელოვანია კუნთებისა და ძვლებისთვის. კალციუმის მიღება უნდა მოხდეს საკვების საშუალებით, რადგან ჩვენს სხეულს არ შეუძლია თავად შექმნას მინერალი. 
  • ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კვერცხის ნაჭუჭის ჭამამ ​​შეიძლება გააძლიეროს ძვლები კალციუმის მაღალი შემცველობის გამო. კვერცხის ნაჭუჭის ჭამა დადებითი და სასარგებლო აღმოჩნდა, განსაკუთრებით ოსტეოპოროზით დაავადებულთათვის.

მაგრამ როგორ უნდა მივიღოთ კვერცხის ნაჭუჭი? ჩვენ გაჩვენებთ.

  1. მათი დადებითი თვისებების ბოლომდე ასათვისებლად მოაგროვეთ კვერცხის ნაჭუჭები და კარგად გარეცხეთ,
  2. შემდეგ ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში ბაქტერიების გასანადგურებლად
  3. ამასობაში, გაახურეთ თქვენი ღუმელი 95 გრადუსამდე.
  4. გახურებულ ღუმელში შედეთ გამზადებული კვერცხის ნაჭუჭები 20 წუთით
  5. როდესაც დრო ამოიწურება, გამოიღეთ იგი ღუმელიდან და დაელოდეთ მის გაცივებას.
  6. გაცივებული კვერცხის ნაჭუჭი მოათავსეთ ბლენდერში და დაფქვით იქამდე, სანამ არ მიიღებთ ფქვილის მსგავს მასას.
  7. თუ ბლენდერი არ გაქვთ, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნივრის სანაყი ან ყავის საფქვავი.
  8. მიღებული მასა შეგიძლიათ მიირთვათ დღეში ორჯერ 1 სუფრის კოვზის ოდენობით, ასევე ის შეგიძლიათ ჩაამატოთ ფაფაში ან ხაჭოში.

9. მოზრდილს დღეში დაახლოებით 1 გრამი კალციუმი სჭირდება, ამიტომ ნახევარი ჩაის კოვზი ფხვნილი საკმარისია ყოველდღიური მიღებისთვის.

Facebook კომენტარები