დაემშვიდობეთ ნაოჭებს, აკნეს და მუქ ლაქებს ოხრახუშის მეშვეობით

ამ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ ხელნაკეთი ოხრახუშისა და ლიმონის (ან ვაშლის ძმარი) ლოსიონს! ეს გამაგრილებელი ლოსიონი დაგეხმარებათ კანის გათეთრებასა და სახის შავი წერტილებისა და მუქი ლაქებისგან გაწმენდაში. ამის გამოყენების შემდეგ თქვენი კანი ისევ ჯანმრთელი და პრიალა იქნება!

  • ოხრახუში მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. მისი წვენი შეიცავს ეთერზეთებს კალიუმთან და მანგანუმთან ერთად.
  • მას იყენებენ, როგორც სამკურნალო საშუალებას ცხელების, თირკმელების დაავადებების, საშარდე გზების დაავადებების, დიაბეტის, თვალის ანთების და დაღლილობის დროს.
  • კოსმეტიკური ინდუსტრია ოხრახუშს იყენებს მათეთრებელი და აღმდგენი თვისებებისთვის.
  • ის გამორიცხავს სიწითლეს, გაღიზიანებას და შესანიშნავად ათეთრებს კანს, აახლებს და აძლიერებს მას.
  • ის ასევე შესანიშნავია თვალების გარშემო კანის სამკურნალოდ და ხელს უწყობს მუქი ლაქების და აკნეს მოცილებას.

შემადგენლობა:

  • 2 სუფრის კოვზი ოხრახუშის ფოთლები
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი
  • 200 მლ წყალი

მომზადება:

დაჭერით ოხრახუშის ფოთლები წვრილად. აიღეთ 2 სუფრის კოვზ ოხრახუშიდა  დაასხით 200 მლ/ლ მდუღარე წყალი. შემდეგ დადგით გაზქურაზე და  მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ამოიღეთ ოხრახუში წყლიდან. ქვაბში დარჩენილი სითხე როდესაც გაცივდება  დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი. მიღებული ნარევი ჩაასხით მინის ბოთლში. დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

და როგორ გამოვიყენოთ ?

ლოსიონის გამოყენება შეგიძლიათ ყოველ დილით და საღამოს.პროცედურა გაიმეორეთ ერთი თვის განმავლობაში, ამის შემდეგ ლაქები და შავი წერტილები სამუდამოდ გაქრება!

ეს თვითნაკეთი ლოსიონი ხურავს ფორებს, ასუფთავებს და ათეთრებს კანს. ის აშორებს თქვენს სახის მუქ ლაქებს და აკნეს.

ოხრახუშის უნიკალური თვისებები დაეხმარება თქვენს სახეს კვლავ გახდეს სუფთა და გაბრწყინებული.

თვალებისთვის:

მოამზადეთ იგივე ლოსიონი, მაგრამ ლიმონის წვენის აღარ გამოიყენოთ, ამით თქვენ მოიშორებთ მუქ წრეებსა და თვალების სიწითლეს.

დაასველეთ ბამბის დისკი ლოსიონში და განათავსეთ იგი თვალებზე დილით და ღამე-ძილის წინ. გაიჩერეთ 5 წუთი, რომ ლოსიონმა იმოქმედოს.

თუ მოგეწონათ ეს სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს!

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია