თუ ყავას დაუმატებთ ამ სანელებლებს, ის უფრო გემრიელი და სასარგებლო გახდება

ალბათ ყველა ადამიანის დილა იწყება ერთი ფინჯანი ყავით. ზოგი მას გამოსაფხიზლებლად სვამს, ზოგი თავის ტკივილის შესამცირებლად, ზოგიც იმიტომ, რომ საყვარელ ადამიანს კომპანიონობა გაუწიოს. 

ანტიოქსიდანტებისა და სასარგებლო საკვები ნივთიერებების მაღალი დონის წყალობით, ის საკმაოდ ჯანმრთელია ჩვენი ორგანიზმისთვის.

ყავაში შემავალი ნივთიერებები, მართლაც გვეხმარებიან ენერგიისა და სიფხიზლის მომატებაში. 

მაგრამ თუ ყავას ყოველდღიურად დაუმატებთ სხვადასხვა სანელებლებს, ის უფრო არომატული და სასარგებლო გახდება. ისინი ანეიტრალებენ კოფეინის უარყოფით გავლენას სხეულზე და ამუშავებს ორგანიზმს ყავის გუსაფრთხო მიღებისთვის.

ეს სანელებლებია:

  • შავი პილპილი
  • კარდამონი
  • მიხაკი
  • დარიჩინი
  • ჯინჯერი

მოდით განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:

  1. შავი წიწაკა. 

შავი პილპილი ძლიერად ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, აშორებს ტოქსინებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ასტიმულირებს კუჭს. შავი წიწაკა ასევე არის ანტისეპტიკური საშუალება. ყოველ დილით დაუმატეთ ცხელ ყავას 1 ან 2 მარცვალი, გააჩერეთ 1 წუთი, რომ მან იმოქმედოს, შემდეგ კი მიირთვით გემრიელად.

  1.  კარდამონი

მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. ასევე აძლიერებს კუჭს . ყავაში რეკომენდებულია ილი ყუთების ან ახალი ფხვნილის დამატება. ეთერზეთების მოქმედების გამო ყავას ანიჭებს განსაკუთრებულ უნიკალურ არომატს.

  1. მიხაკი

იგი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და მნიშვნელოვნად ამცირებს არტერიულ წნევას. მიხაკის ეთერზეთები ყავის არომატს აძლევს უჩვეულო გემოს  და ასევე კოფეინის ნეგატიური ეფექტის შემცირებას უწყობს ხელს. ცხელ ყავას დაუმატეთ ერთი ცალი დარიჩინი და გააჩერეთრამოდენიმე წამი. შემდეგ მიირთვით. ამის წყალობით თქვენ მთელი დღის განმავლობაში იქნებით სუფერენერგიულები.

  1. დარიჩინი. 

დარიჩინი ამცირებს ყავის მჟავე და მწარე გემოს. ყავის მიღებისას შეგიძლიათ დაამატოთ დარიჩინის ფხვნილი ან მთელი ჯოხი, როგორც თქვენ გეკომფორტულებათ. უბრალოდ მოათავსეთ ცხელ ყავაში და ის თავის საქმეს გააკეთებს პირნათლად.

  1. ჯინჯერი. 

ჯინჯერი ყავაში დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ტკივილის და სპაზმების შემსუბუქებას და ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ყავის ხარშვის დროს შეგიძლიათ დაამატოთ კოჭას ფხვნილი ან ახალი ფესვის პატარა ნაჭერი. ამოურიეთ ჩაის კოვზით და მიირთვით. სასურველია თუ მიირთმევთ ცხელს, რადგან ჯინჯერი ცხელ ყავაში უფრო ეფექტურიაა ვიდრე ცივში.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია