ბარაქის ხის სამკურნალო თვისებები, რომელთა შესახებ ცოტამ თუ იცის

ალბათ, ყველას გვსმენია, რომ ფულის ხე (ოჯახის ხე, ბარაქის ხე), იზიდავს წარმატებას, სიმდიდრესა და კეთილდღეობას. გარდა ამისა მას აქვს ისეთი სამკურნალო თვისებებიც, რომელთა შესახებ ცოტამ თუ იცის. ეს მცენარე არაფრით არ ჩამოუვარდება ალოეს. თუ ჯერჯერობით არ გაქვთ ფულის ხე ფანჯრის რაფაზე, გირჩევთ აუცილებლად იქონიოთ სახლში. 

ფულის ხეს აქვს ერთი ძალიან უცნაური თვისება-თუ ვინმე სერიოზულად არის დაავადებული იმ სახლში, სადაც ეს მცენარე იზრდება, მაშინ იგი ნელ-ნელა იწყებს გახმობას და ფოთლები ყვითლდება ან შავდება. როგორც ჩანს, მცენარე უარყოფით ენერგიას შთანთქავს. და როდესაც ადამიანი გამოჯანმრთელდება, ფულის ხე კვლავ ცოცხლდება.

ოჯახის ხის სამკურნალო თვისებები:

  1. მსუბუქი დამწვრობა, ჭრილობები, სისხლჩაქცევები, დაჭიმულობა, წაუსვით რამდენიმე გაჭრილი ფოთოლი წაისვით დაზიანებულ ადგილას. შემდეგ შეიხვიეთ ბინტით. შეცვალეთ სახვევი ყოველ ხუთ საათში. 
  2. დაეხმარეთ მწერების ნაკბენებს
    აიღეთ რამოდენიმე ცალი ოჯახის ხის ფოთოლი, დააწუცმაცეთ ძალიან წვრილად. მიღებული მასით შეზეთეთ მწერების ნაკბენებზე დღეში 4-ჯერ. 
  3. პიელონეფრიტი და ცისტიტი
    წვრილად დაჭერით 5 ფოთოლი, დაასხით 200 მლ ცხელი წყალი. შემდეგ დატოვეთ ერთი საათი და გაწურეთ. მიიღეთ1 სუფრის კოვზი ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში ორჯერ. 
  4. ყელის ტკივილი
    10 ფოთლიდან გამოწურეთ წვენი, შეურიეთ 300 მლ თბილ წყალს. ჭამის შემდეგ დღეში 3-ჯერ გამოივლეთ ყელში. 
  5. ტუჩებზე ჰერპესი
    გამოწურეთ წვენი რამდენიმე ბარაქის ხის ფოთლიდან. მიღებული სითხით შეზეთეთ ცივი წყლულები ყოველ 1 საათში. თუ ამის დრო არ გაქვთ, უბრალოდ გაჟღინთეთ ბამბის საფენი ამ წვენით, დაიდეთ  გამონაყარის ადგილზე და დაიკარით ზემოდან  წებოვანი ლენტი. გააკეთეთ ეს პროცედურა არა უმეტეს ორი დღის განმავლობაში. 
  6. ართრიტი, ართროზი
    აიღეთ 13-14 ფოთოლი, გახეხეთ წვრილად, შემდეგ კი გამოწურეთ წვენი. მიღებული სითხით დაიმუშავეთ მტკივანი სახსრები ძილის წინ.

ყურადღება: ფულის ხე შეიცავს დარიშხანს, ამიტომ ჩვენ არ გირჩევთ გამოიყენოთ ინფუზიებისა და წვენების დასამზადებლად. გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტთან.

Facebook კომენტარები