როგორ მოვამზადოთ დაუვიწყარი სააღდგომო პასკა?

აღდგომის წმინდა დღეეები მოახლოვდა და ყველა ჩართულია სააღდგომო სამზადისში. ამ დღესასწაულის მთავარი შემადგენელი ნაწილია წითელი კვერცხი, ჯეჯილი და სააღდგომო ნამცხვარი “პასკა”.

პასკას არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აკეთებენ. და რა თქმა უნდა ყველა ერთ რეცეპტით ვერ გამოაცხობს. ის ყველა ოჯახში სხვადასხვა ინსტრუქციის მიხედვით კეთდება. ამის გამო ზოგს ძალიან მშრალი გამოსდის, ზოგს ძალიან მძაფრი გემოს პასკა, ზოგს დაბალი და სხვ.

ჩვენ დღეს გასწავლით ერთ ძალიან კარგ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც თქვენი პასკა ყველაზე გემრიელი გამოვა.

ამისთვის დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

  • ფქვილი - 1 კგ,
  • რძე - 400 გ,
  • კვერცხის გული - 10 ცალი,
  • საფუარი - 100 გრ,
  • კარაქი ან მარგარინი - 200 გრ,
  • შაქარი - 300 გრ,
  • ქიშმიში - 100 გრ,
  • მარილი - 0,5 ჩ / კ ,
  • ლიმონის ცედრა .

როგორ მოვამზადოთ?

მოამზადეთ ცომი: თბილ რძეს დაუმატეთ საფუარი, 100 გრ შაქარი და 200 გრ ფქვილი, კარგად აურიეთ და ჩადეთ თბილ ადგილას ისე, რომ ცომი გაორმაგდეს, გაფუვდეს.

შემდეგ დაამატეთ დარჩენილი შაქარი, კვერცხის გული, მარილი და ფქვილი, მოზილეთ ცომი. დაამატეთ ქიშმიში და ლიმონის ცედრა. კარგად დაძილეთ ცომი, შემდეგ დაასხით გამდნარი და გაცივებული კარაქი.

ზილეთ ცომი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, სანამ ის არ დაიწყებს ხელებიდან მოშორებას. როდესაც ცომის მოზელას დაასრულებთ, დააფარეთ ზემოდან გამჭვირვალე ცელოფანი, შემდეგ კი სამზარეულოს ტილო.

ცომი თბილ ადგილას დადეთ ისე, რომ ზომა გაორმაგდეს. 

როდესაც ცომი გაღვივდება, გავანაწილოთ ჩვენთვის სასურველ ფორმებში, შევავსოთ მოცულობის 1/3 ნაწილი, გავაჩეროთ ცომი კარგად.

გამოაცხვეთ 200 ° C- მდე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 170 ° C- ზე და გამოაცხვეთ 50 წუთის განმავლობაში.

თუ ჯერ არ გამოგიცხვიათ სააღდგომო ნამცხვარი, მაშინ სცადეთ ჩვენს მიერ მოწოდებული რეცეპტით მისი გამოცხობა და ნახავთ რომ იდეალური გამოვა.

მთავარია ყველა დეტალი ზედმიწევნით ზუსტად დაიცვათ.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია