როგორ დავაღწიოთ თავი კბილის აუტანელ ტკივილს?
არაფერია კბილის ტკივილზე უფროაუტანელი შეგრძნება. უმეტეს შემთხვევაში, ტკივილი მუდმივი და ძლიერია და ზოგიერთ შემთხვევაში კი დროთა განმავლობაში იზრდება. ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა ღამით.იგი ასუსტებს ადამიანის სხეულის იმუნიტეტს.
თუ კბილის ტკივილი გაწუხებთ, უმჯობესია სტომატოლოგთან ვიზიტი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებთ მასთან წასვლას, მაშინ ჩვენ გასწავლით ტკივილის გაყუჩების სხვადასხვა მეთოდებს.
კბილის ტკივილის გაქრობა შესაძლებელია ბუნებრივად. ამისთვის ძალიან გამოსადეგია ოხრახუში, ხახვი და ლიმონის წვენი.
ოხრახუში
ოხრახუში კბილის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა. 100% ბუნებრივი ინგრედიენტი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რის მეშვეობითაც ამცირებს ტკივილსა და ანთებას.
ამისთვის დღეში რამდენჯერმე შეგიძლიათ დაღეჭოთ ახალი ოხრახუში.
შავი ჩაი
შავი ჩაი წამალია, რომელიც სასწაულებს ახდენს კბილის ტკივილის შესამსუბუქებლად. ფაქტია, რომ შავი ჩაი შეიცავს ტანინის მჟავას, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
ამ საშუალების მომზადება შესაძლებელია ორი გზით:
აადუღეთ წყალი, შემდეგ ჩადეთ შავი ჩაის პაკეტი, გააჩერეთ 5 წითი, შემდეგ კი პაკეტი დაიდეთ მტკივნეულ ადგილას.
მოამზადეთ შავი ჩაის ინფუზია და დალიეთ კბილის ტკივილის გასაყუჩებლად
წყალბადის ზეჟანგი
თუ თქვენი კბილის ტკივილი გამოწვეულია ინფექციით,წყალბადის ზეჟანგი ერთ-ერთი საუკეთესო საშინაო საშუალებაა. გარდა ამისა, ის ხსნის უსიამოვნო სუნს.
თქვენ უბრალოდ უნდა დაასველოთ წყალბადის ზეჟანგში ბამბა და წაისვათ მტკივნეულ კბილზე. ასევე შეგიძლიათ შეურიოთ წყალბადის ზეჟანგის 1 კოვზი სამ სუფრის კოვზ წყალს. მიღებული ხსნარით გამოივლეთ პირის ღრუ.
ლიმონის წვენი
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და იაფი საშუალებაა კბილის ტკივილის დროს. ლიმონი არის ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და შემკვრელი თვისებების მქონე ციტრუსი. გარდა კბილის ტკივილისა, ის ასევე ხელს უშლის ინფექციებს არსებობას.
ამ საშუალების მოსამზადებლად საჭიროა უბრალოდ გამოწუროთ ლიმონის წვენი და წაისვათ დაზარალებულ ადგილზე. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის წვენს ცოტაოდენი მარილი და გამოივლოთ პირის ღრუ.
ხახვი
ხახვი სასწაულებს ახდენს, როგორც ბუნებრივი ინგრედიენტი კბილის ტკივილის გასაყუჩებლად. ხახვის მიერ გამოყოფილ წვენს აქვს ანტიბიოტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ამიტომ იგი 100% -ით ხსნის კბილის ტკივილს.
თქვენ უბრალოდ უნდა გაჭრათ ხახვი და დაიდოთ პატარა ნაჭერი მტკივნეულ კბილზე. კარი იქნება ხახვის წვენი მოხვდეს მტკივან კბილზე, რომ დააჩქაროს გაყუჩება.
კბილის ტკივილის საწინააღმდეგო უამრავი სამკურნალო საშუალება არსებობს. ყოველივე ზემოთქმული ძალიან ეფექტურია. სცადეთ და ტკივილი აუცილებლად დაიწყებს შენელებას.