აი, როგორ უნდა გამოდევნოთ თქვენი ორგანიზმიდან 8 კგ ტოქსინები!

მსხვილი ნაწლავი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. ეს აკონტროლებს იმუნურ სისტემას, არეგულირებს წყლის ბალანსს სხეულში და მთლიანად საჭმლის მონელების პროცესი დიდწილად ამაზეა დამოკიდებული.
თქვენი სხეულის სათანადო ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნება. თუ ის არ მუშაობს ისე, როგორც ორგანიზმისთვის საჭიროა, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ორგანიზმიდან ტოქსიკური ნარჩენების გაწმენდას საჭიროზე ნელა აკეთებს. რის შედეგადაც სხეული შთანთქავს მათ.

საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ვახშმის სრულად მონელებას 24 საათი სჭირდება. საკვები, რომელიც მცირე რაოდენობით შეიცავს სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს, ანელებს ამ პროცესს. რის გამოც მონელების პროცესი დროში იწელება, დაახლოებით 3 დღე სჭირდება საკვების ბოლომდე გადამუშავებას!

თუ თქვენს სხეულში საჭმლის მონელების პროცესი შენელებულია, ორგანიზმი იტვირთება საკვების ნარჩენებით, რის გამოც თქვენ სავარაუდოდ დაგეწყებათ ყაბზობა.
გარდა ყაბზობისა ტოქსიკური მსხვილი ნაწლავის მოწამვლის სიმპტომებად შეიძლება ჩაითვალოს:
იმუნური სისტემის დაქვეითება-გამონაყარი სხეულზე, შარდის ბუშტის პრობლემები, საშოს ინფექციები. თუ ხშირად გაცივდით, ეს არის მთავარი ნიშანი იმისა, რომ იმუნური სისტემა დასუსტებულია.
ხასიათის უეცარი ცვლილება-მეხსიერების და კონცენტრაციის პრობლემები, ხშირი გუნება-განწყობის ცვლილებები, შფოთვა, დაღლილობა, დეპრესია.
სხეულის ზოგადი მდგომარეობა– მსხვილი ნაწლავის მოწამვლის დროს სხეულის ზოგადი მდგომარეობა უარესდება. ორგანიზმში აღინიშნება ტკივილი კუნთებსა და სახსრებში.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები-მუცლის ტკივილი, ცუდი მონელება, უსიამოვნო სუნი პიროს ღრუში, დიარეა, შეშუპება, ყაბზობა.

თუ ამ სიმპტომებიდან აღგენიშნებათ რომელიმე მათგანი, შეიძლება მსხვილი ნაწლავის პრობლემები გქონდეთ.
სხეულის ტოქსინებისგან სრული გაწმენდისთვის არსებობს უამრავი საშუალება და მეთოდი. ჩვენ ერთ-ერთს გაგაცნობთ. დეტოქსის ეს პროცესი გრძელდება 10-16 დღე.

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
– 300 მლ წყალი;
1/10 სუფრის კოვზი კაიენის პილპილი
– 2 სუფრის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი;
– ½ ლიმონისგან გამოწურული წვენი;

როგორ უნდა მოვამზადოთ დეტოქსი სასმელი?
ეს არც თუ ისე ძნელია: უბრალოდ აურიეთ ყველა მოცემული ინგრედიენტი თქვენთვის სასურველ ჭურჭელში. მიღებული ნარევი მიიღეთ 5-8-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში.

გარდა ამ ეფექტური სასმელისა, არსებობს ეთერზეთებიც. ისინი შესანიშნავი საშუალებაა სხეულის დეტოქსიკაციისთვის. ნუტრიენტები, რომლებიც ისინი შეიცავს, ადვილად შეიწოვება უჯრედულ დონეზე.
ამისთვის აიღეთ 10 წვეთი პიტნის ზეთი და შეურიეთ 1 ლიმონისგან გამოწურული წვენი. მიღებული ხსნარი შეურიეთ 2.5 ლიტრ წყალს. მიღებული სითხე დალიეთ ორი კვირის განმავლობაში.

თუ ამ ორი რეცეპტიდან ერთ-ერთს მაინც გამოიყენებთ, თქვენ შეამჩნევთთქვენს სხეულში არსებულ ცვლილებას. მათ გამოყენების შემდეგ ორგანიზმიდან გამოიდევნება უსარგებლო ნარჩენები, რის დამსახურებითაც უფრო მსუბუქად და თავისუფლად იგრძნობთ თავს.

Facebook კომენტარები