გაიგეთ როგორ უნდა მოამზადოთ იდეალური ბისკვიტი! ეს ძალიან გამოგადგებათ…

დელიკატური და ჰაეროვანი ნამცხვრის ბისკვიტის გაკეთება არც თუ ისე მარტივი საქმეა დიასახლისებისთვის. ბევრისთვის ბისკვიტი პირველ ცდაზე არ გამოდის-როდესაც გამოცხვება ის მკვრივდება, გამოდის რეზინისმსგავსი კონსისტენცია ან შიგნით ისევ გამოსაცხობი და ჩაცომებულია.
არსებობს ერთი ძალიან მარტივი და ყველასთვის მოსახერხებელი ბისკვიტის ცომის რეცეპტი. დიდი ხანია ვამზადებ ბისკვიტს ამ რეცეპტის მიხედვით და ჯერ არასდროს არ უღალატია, ყოველ ჯერზე გამოდის უნაკლო ბისკვიტი. ყველაზე მთავარია კარგად ათქვიფოთ კვერცხის ცილა და გული ცალ-ცალკე და შერევის დროს რაც შეიძლება ფრთხილად იმოქმედოთ ისე, რომ ცილა არ ჩავარდეს. თუ ეს ყოველივე სწორად გააკეთეთ შედეგად მიიღებთ ფუმფულა, ჰაეროვან და ძალიან ნაზ ბისკვიტს.

ამ ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

-6 ცალი ახალი კვერცხი
-1 ჭიქა შაქარი (200 გ)
-1 ჭიქა გაცრილი ფქვილი ( უმაღლესი ხარისხის)
-1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი ან ცოტა ცოდა
-1 ცალი ვანილის შაქარი

როგორ მოვამზადოთ?

სანამ ბისკვიტის მომზადებას დაიწყებთ აუცილებელია კვერცხი მოათავსოთ საყინულეში 10-15 წუთის განმავლობაში, რომ მომზადებამდე კარგად იყოს გაგრილებული.

როდესაც კვერცხი გაგრილდება გამოიღეთ მაცივრიდან და გადაავლეთ ცივი წყალი. ძალიან ფრთხილად გააცალკევეთ ერთმანეთისგან კვერცხის ცილა და გული. კვერცხის გული მოათავსეთ ღრმა თასში, დაუმატეთ მას შაქარი ნახევარი (დაახლოებით 100 გ) და ვანილის შაქარი.

ათქვიფეთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში, შედეგად უნდა მიიღოთ ძალიან მკვრივი და მსუბუქი მასა.

კარგად გარეცხეთ მიქსერის თავები, გაამშრალეთ და მოემზადეთ კვერცხის ცილის ასათქვეფად. მისი ათქვეფა უნდა დაიწყოთ მიქსერის მინიმალური სიჩქარით, როდესაც მასა დაიწყებს ზრდას, ნელ-ნელა თქვენც მოუმატეთ სიჩქარეს. ნელ-ნელა ამ მასას შეათქვიეთ დარჩენილი შაქარი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამორთოთ მიქსერი. მასა მაშინ ჩაითვლება მორჩენილად, თუ თასის გვერდზე გადახრით ბეზე არ გამოძრავდება.

როდესაც ბეზეს მომზადებასაც დაასრულებთ, გამორთეთ მიქსერი და გვერდზე გადადეთ. ჩვენს პირველ მომზადებულ მასას დაუმატეთ ბეზეს ⅓ ნაწილი და პლასტმასის კოვზის დახმარებით ფრთხილად შეურიეთ. შემდეგ დაამათეთ ნახევარი ფქვილი და ისიც აურიეთ. ამის შემდეგ უნდა მიიღოთ გლუვი მოცულობის მასა. შემდეგ ბეზეს და ფქვილის მონაცვლეობით შეურიეთ ცომს ( არ შეურიოთ ერთდროულად, ასე ცომი ჩავარდება და არ გამოვა ფაფუკი).

ათქვეფილი ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, რომლის დიამეტრი დაახლოებით უნდა იყოს 20-22 სმ. მას ძირში წინასწარ უნდა ჰქონდეს ჩაფენილი სპეციალური ქაღალდი. არ არის რეკომენდირებული საცხობი ფორმის გვერდებზე ზეთის წასმა, რადგან ცხობის დროს ცომი ზემოთ ამოიწევს და გვერდებზე მიეკრობა.

ცომი აცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. კარგად გარეცხეთ მიქსერის თავები, გაამშრალეთ და მოემზადეთ კვერცხის
ცილის ასათქვეფად. მისი ათქვეფა უნდა დაიწყოთ მიქსერის მინიმალური
სიჩქარით, როდესაც მასა დაიწყებს ზრდას, ნელ-ნელა თქვენც მოუმატეთ
სიჩქარეს. ნელ-ნელა ამ მასას შეათქვიეთ დარჩენილი შაქარი, არავითარ
შემთხვევაში არ უნდა გამორთოთ მიქსერი. მასა მაშინ ჩაითვლება მორჩენილად,
თუ თასის გვერდზე გადახრით ბეზე არ გამოძრავდება.

როდესაც ბეზეს მომზადებასაც დაასრულებთ, გამორთეთ მიქსერი და გვერდზე
გადადეთ. ჩვენს პირველ მომზადებულ მასას დაუმატეთ ბეზეს ⅓ ნაწილი და
პლასტმასის კოვზის დახმარებით ფრთხილად შეურიეთ. შემდეგ დაამათეთ
ნახევარი ფქვილი და ისიც აურიეთ. ამის შემდეგ უნდა მიიღოთ გლუვი
მოცულობის მასა. შემდეგ ბეზეს და ფქვილის მონაცვლეობით შეურიეთ ცომს ( არ
შეურიოთ ერთდროულად, ასე ცომი ჩავარდება და არ გამოვა ფაფუკი).

ათქვეფილი ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, რომლის დიამეტრი
დაახლოებით უნდა იყოს 20-22 სმ. მას ძირში წინასწარ უნდა ჰქონდეს ჩაფენილი
სპეციალური ქაღალდი. არ არის რეკომენდირებული საცხობი ფორმის
გვერდებზე ზეთის წასმა, რადგან ცხობის დროს ცომი ზემოთ ამოიწევს და
გვერდებზე მიეკრობა.

ცომი აცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. ცხობის დროს, არ გახსნათ ღუმელი პირველი 25 წუთის განმავლობაში, რადგან ტემპერატურის ვარდნისგან ბისკვიტი შეიძლება ჩამოვარდეს.
დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ ბისკვიტი ღუმელიდან და ამოიღეთ ფორმიდან. ნახავთ რომ შედეგი ნამდვილად აღემატება მოლოდინს.

შენიშვნა:
-მზად იყავით იმ ფაქტისთვის, რომ შეიძლება ფქვილის საჭირო იყოს მეტნაკლებად, ვიდრე მითითებულია რეცეპტში. ყურადღება მიაქციეთ არა ფქვილის რაოდენობას, არამედ ცომის სასურველ კონსისტენციას.
-გაითვალისწინეთ, რომ ყველას ღუმელი განსხვავებულია. სამზარეულოს ტემპერატურა და დრო შეიძლება განსხვავდებოდეს რეცეპტში მითითებულისგან.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია