გამოიყენეთ გააქტიურებული ნახშირბადი ქოლესტერინისა და მომნელებელი სისტემის გასასუფთავებლად

გააქტიურებული ნახშირბადი დიდი ხანია გამოიყენება საჭმლის მომნელებელი და კანის პრობლემების სამკურნალოდ. მაგრამ ამ ფხვნილს აქვს ჯანმრთელობის მრავალი სხვა გამოყენებაც, რომელიც ჯერ-ჯერობით კარგად არ არის ცნობილი. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ თუ როგორ გამოიყენოთ გააქტივირებული ნახშირი თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის სახლის პირობებში.

გაზები და შეშუპება
დალიეთ 500-1000 მილიგრამამდე აქტივირებული ნახშირი დიდი ჭიქა წყალთან ერთად ჭამის წინ. ჭამის შემდეგ დალიეთ კიდევ ერთი ჭიქა წყალი, რომ თავიდან იქნას აცილებული მეტეორიზმი და შეშუპება.

საკვებით მოწამვლა
საკვებით მოწამვლის დროს ასევე შეგიძლიათ მიიღოთ აქტივირებული ნახშირი. მოზრდილებისთვის დოზაა 25 გრამი (2 სუფრის კოვზი). ეს უნდა მიიღოთ, თუ ეჭვი გაქვთ საკვებით მოწამვლაზე, მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ არის დადასტურებული. დალიეთ ნახშირი და მიაყოლეთ ბევრი წყალი, რომ დატენიანდეს იგი.

ქოლესტერინის შემცირება
კვლევა აჩვენებს, რომ აქტივირებული ნახშირი ამცირებს ცუდ ქოლესტერინს და ზრდის კარგ ქოლესტერინს. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ საერთო ქოლესტერინი შემცირდა 25% -ით, LDL შემცირდა 41% -ით, ხოლო HDL / LDL თანაფარდობა გაორმაგდა. ამ გამოკვლევის დასადასტურებლად სახლში, დალიეთ ორი სუფრის კოვზი აქტივირებული ნახშირი დღეში სამჯერ, კვირაში ოთხჯერ.

ჯანმრთელი კბილები
გაათეთრეთ კბილები და გააუმჯობესეთ პირის ღრუს ჯანმრთელობა კვირაში სამჯერ გააქტიურებული ნახშირით კბილების გახეხვით. დაასველეთ კბილის ჯაგრისი ნახშირის ფხვნილში და გამოიყენეთ კბილის პასტის ნაცვლად, ღრძილების დაავადებების, ცუდი სუნისა და კბილების გაფუჭების თავიდან ასაცილებლად.

საჭმლის მომნელებელი სისტემის  გაწმენდა
საჭმლის მონელების გაწმენდა გააქტიურებული ნახშირით ხელს უშლის ალერგიის გამომწვევი ტოქსინებს და აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას. გაიკეთეთ სხეულის წმენდა ყოველი ჭამის წინ წყალში გახსნილი 2 ჩაის კოვზი გააქტიურებული ნახშირის დალევით.

ქავილი და გამონაყარი
გააქტიურებული ნახშირი ხსნის მწერების ნაკბენისგან გამოწვეულ ქავილს და გამონაყარს. ფუტკრის ნაკბენის ან კოღოს ნაკბენის შემთხვევაში, აურიეთ 2 სუფრის კოვზი გააქტიურებული ნახშირი ½ სუფრის კოვზით ან მეტ ქოქოსის ზეთს, რომ მიიღოთ პასტა და წაისვით იგი დაზიანებულ ადგილებში. წაისვით პასტა ყოველ ნახევარ საათში, სანამ დისკომფორტი არ გაქრება.

სკალპი:
გააქტიურებული ნახშირი ხელს უწყობს სკალპის პრობლემების შემცირებას, როგორიცაა ქავილი, ცხიმიანობა და სიწითლე. სკალპზე აქტივირებული ნახშირის გამოსაყენებლად დაამატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა და 1/4 ჩ.ჭ. გააქტიურებული ნახშირი ერთ ჭიქა თბილ წყალს.მიღებული მასა წაისვით თმასა და სკალპზე, რამოდენიმე წუთის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით.

კანი და თმა
დაბინძურებული ფორების გასაწმენდად გააკეთეთ სახის ნიღაბი. 2-3 სუფრის კოვზი აქტივირებულ ნახშირს დაუმატეთ საკმარისი რაოდენობის წყალი და აურიეთ ერთმანეთში, ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. წაისვით იგი სახეზე სადაც გაქვთ გასაწმენდი ფორები, გაიჩერეთ რამოდენიმე წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ცხიმიანი კანი:
სახეზე ცხიმიანობის შესამცირებლად გამოიყენეთ ეს ნიღაბი. აურიეთ 2,5 სუფრის კოვზი აქტივირებული ნახშირის ფხვნილი ½ ჩაის კოვზი თაფლს, დაუმატეთ ალოე ვერას გელი. აურიეთ კარგად და შემდეგ დაამატეთ ვარდის წყალი, იმდენი სანამ სქელი პასტა არ მიიღება. მიღებული ნარევი წაისვით სახეზე, დაელოდეთ მის გაშრობას, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ნაზად.

Facebook კომენტარები